„შავი პარასკევი“ ახლოვდება, ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებების დღე და „ბოქსეტ ჯორჯიასაც“ მომხმარებლისთვის სიახლე აქვს: კომპანიამ ამანათების ამერიკიდან საქართველოში ჩამოტანა დაიწყო. ამანათები გამოგზავნიდან 4-6 სამუშაო დღეში თბილისშია.
საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების ამ სერვისს სულ მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის თურქეთი და ჩინეთიც შეემატება.
„ბოქსეტ ჯორჯიას“ ერთ-ერთი სერვისის დახმარებით შეძლებთ (საქართველოში პირველად), გამოწერილი ნივთი უკან დააბრუნოთ, რაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
კომპანიამ დანერგა ლოიალობის სისტემა; დარეგისტრირდით დღესვე www.boxette.ge გახდით Gold სტატუსის მფლობელი და მიიღეთ სხვადასხვა ბენეფიტი: შეღავათიანი ტარიფები, უფასო მიტანა თბილისის მასშტაბით, ბაიერის უფასო მომსახურება და სხვა. გარდა ამისა, „ბოქსეტი“ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, რომლებიც კიდევ უფრო ამარტივებს ამანათის მიღების პროცესს. მაგალითად, ფოტოს სერვისი, გამოწერილი ნივთის საბაჟო გადასახადის კონტროლი, ამანათის გაყოფა და ა.შ. ჩამოსატანი ამანათის ღირებულება ითვლება ფიზიკური/რეალური წონით.
„ბოქსეტ ჯორჯია“ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფის – Boxette-ის წევრია. ბიზნეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, უკრაინა, თურქეთი, საქართველო და უზბეკეთი. „ბოქსეტ ჯორჯია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ქართული პროდუქტის გაყიდვა საერთაშორისო პლატფორმაზე (Amazon, eBay, Etsy, Walmart და ა.შ.).
„ბოქსეტ ჯორჯიამ“ საქართველოში პირველმა დაიწყო ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საწყობების (ფულფილმენთის) ქსელის აწყობა, რაც საგრძნობლად უწყობს ხელს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლიენტებს უკვე წარმატებით ემსახურება ბათუმის ფულფილმენთ (ლოგისტიკური) ცენტრი.
ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების გარდა, კომპანია სთავაზობს სასაწყობე სერვისებს ამერიკაში ელექტრონული კომერციით დაკავებულ კლიენტებს მთელი მსოფლიოდან.
აღსანიშნავია, რომ „ბოქსეტ“ ჯგუფს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ლოგისტიკაში. უკვე 3 წელია, რაც ოპერირებს საქართველოში და ამ დროის განმავლობაში აგზავნის საქართველოდან ამანათებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. კომპანია უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ამანათი ადრესატთან ჩავიდეს მაქსიმალურად სწრაფად, უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
„ბოქსეტ ჯორჯიას“ დიდი და წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით, კლიენტის კმაყოფილებაზე მაქსიმალურად ზრუნვა და ინოვაციური მიდგომები გარანტიაა იმისა, რომ კომპანია მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და მომხმარებელს კიდევ მრავალ სასიამოვნო და პრაქტიკულ სიახლეს შესთავაზებს.
[R]