in

როგორ გავყიდოთ აშშ-ში ქართული პროდუქტი? – BoXette Georgia ონლაინ მოვაჭრეებისთვის

Boxette Georgia – ბოქსეტ საქართველო ქართველ ფიზიკურ პირებსა თუ მცირე და დიდ მეწარმეებს სთავაზობს მომსახურებას, რომელიც მათთვის თავიანთი პროდუქციის აშშ-ის 500 მილიარდიან ონლაინ ბაზარზე ხელსაყრელ პირობებში გაყიდვის შესაძლებლობას გულისხმობს. 

იმისათვის რომ, ამერიკაში საქონელი გაყიდოთ ან ივაჭროთ ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა: Amazon, Ebay, Etsy და სხვა, აშშში კომპანიის რეგისტრაცია, საკუთარი წარმომადგენლობა, საწყობის შექმნა და ხალხის დაქირავება  აღარ გჭირდებათ. ამ ყველაფერს თქვენთვის Boxette Georgia უზრუნველყოფს, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

უფრო დეტალურად, კომპანიის მომსახურებასა და მის უპირატესობებზე გიორგი ბოჭორიშვილი, Boxette Georgia-ს კომერციული დირექტორი გვიყვება: 

იდეა: დავინახეთ რა, ქართველი მეწარმეები ამერიკაში ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებოდნენ, ამის მოგვარება დავისახეთ მიზნად.

გადავწყვიტეთ, გავხმდარიყავით კომპანია, რომელიც ქართული პროდუქტის ამერიკაში ტრანსპორტირებისა და მათი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფდა. BoXette შუამავალად უნდა ქცეულიყო ქართულ ბიზნესსა და ამერიკელ მომხმარებელს შორის – ქართული პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე კონკურენტუნარიან ფასში გაყიდვის შესაძლებლობით.

შედეგად, BoXette საქართველოდან ტვირთებს მის ამერიკულ საწყობში აგზავნის და იქაურ ადგილობრივ მომხმარებლებს საკურიერო მომსახურებით უზრუნველყოფს.

პრობლემა: ნებისმიერი ქართული პროდუქტის ამერიკულ პლატფორმაზე გაყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ძირითადად, ნივთის თვითღირებულებას მისი ტრანსპორტირება ზრდიდა და თუ პირობითად, მისი ფასი $25-$30 იყო, მას გადაზიდვის თანხა, დამატებით, $ 80-დან $150-მდე ზრდიდა. პლუს, გაზრდილი ხარჯების გარდა, ექსპრეს გადამზიდი კომპანიების სანდოობისა თუ ხანგრძლივი ტრანსპორტირების პრობლემაც აქტუალური იყო.

ფიზიკური პირი/მეწარმე: ადამიანი ჩვენთან ფიზიკურად მოდის და ვარკვევთ, რა პროდუქციის გაყიდვა სურს და რომელ პლატფორმაზე. ვაზუსტებთ, ამ ნივთს სჭირდება, თუ არა დამატებითი საბაჟო პროცედურების გავლა ამერიკაში. ოფისში ვიტოვებთ მის გასაყიდ ნივთებს, ვაგზავნით ჩვენს ამერიკის საწყობში და როგორც კი დაფიქსირდება, რომ პროდუქცია ამერიკაშია, ქართველ მოვაჭრეს შეუძლია, იმ ონლაინ პლატფორმაზე, რომელზეც ვაჭრობს, მონიშნოს, რა რაოდენობის პროდუქცია აქვს ამერიკულ მარაგებში.

მომხმარებელი: მომხმარებლის მიერ კონკრეტული ნივთის არჩევის შემთხვევაში, ჩვენთან სპეციალური შეკვეთა მოდის. პროდუქტს იმ პლატფორმის შესაბამისად ვფუთავთ, რომლიდანაც გამოიწერეს, შემდეგ კურიერს ვიძახებთ და ადრესატამდე მისი კუთვნილი ნივთი მიგვაქვს. თავის მხრივ, გამყიდველს თრექინგ კოდი ეგზავნება.

როგორც გიორგი ბოჭორიშვილი ამბობს, საერთო ჯამში, BoXette Georgia პროდუქციის ტრანსპორტირებას, ნივთების ადრესატამდე მიტანისა და საჭიროების შემთხვევაში, უკან მობრუნების ციკლს დროსა და ფასში ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს.

უფრო დეტალურად სერვისების შესახებ. Boxette Georgia გთავაზობთ:

  • FBM (Fulfillment by Merchant) საწყობით მომსახურებას პროდუქციის გასაყიდად ამერიკის ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე;
  • FBA (Fulfillment by Amazon) Prep Centre – საქონლის მომზადებას Amazon-ის საწყობში შესატანად;
  • ამერიკაში პროდუქციის ჩატანის ორგანიზებასა და დასაწყობებას; პროგრამაში მარაგების აღრიცხვას;
  • სავაჭრო პლატფორმებთან ინტეგრაციასა და შეკვეთების ავტომატურ დამუშავებას
  • უკან დაბრუნებული საქონლის დამუშავებას, სრულ ფოტორეპორტს;
  • ნებისმიერი სახის სასაწყობე მომსახურებას, ამერიკაში კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

რაც შეეხება უპირატესობებს:

  • შეკვეთების დამუშავების ავტომატიზაციაპროგრამული ინტეგრაციის წყალობით, ყველა შეკვეთა ავტომატურად, მოვაჭრეების  ჩართულობის გარეშე მუშავდება;
  • ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე საქონლის გაყიდვის შესაძლებლობა – პროგრამა ინტეგრირდება აშშ-ში არსებულ ყველა მსხვილ სავაჭრო პლატფორმასთან;
  • დაბალი და სტაბილური ფასები – კომპანიის მომსახურების ფასები ლოიალურია და სეზონურ ცვლილებებზე დამოკიდებული არ არის;
  • მინიმალური კრიტერიუმები საქონლის საწყობში მისაღებად – მინიმალური მოთხოვნები საქონლის მარკირებისა და შეფუთვისადმი;
  • დროული უკუკავშირი კლიენტებთან – კომპანიაში კლიენტების მოთხოვნებზე მაქსიმალურად სწრაფად რეაგირებენ.

გიორგი ბოჭორიშვილის აზრით, BoXette Georgia-ს მომსახურება ერთი მხრივ, სასარგებლო იქნება მეწარმეებისთვის, რომლებიც ამერიკის ონლაინ პლატფორმებზე უკვე ვაჭრობენ. მეორე მხრივ კი, მომსახურება დამატებითი სტიმული გახდება ადამიანებისთვის, რომ ამერიკის ბაზარზე ვაჭრობას მიჰყონ ხელი და თავიანთი ბიზნესი ამგვარად განავითარონ.

BoXette-ის გამოცდილება რიხვებში ასე გამოიყურება: 6 წელი ამანათების დამუშავებისა და გადაზიდვის ბაზარზე, 100 000-ზე მეტი არსებული კლიენტი, საკუთარი სასაწყობე მეურნეობა ამერიკაში, დელავერის შტატში და 90% ავტომატიზებული სამუშაო პროცესი.

ავტორი: თიკა გეგენავა

Clio Awards-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

არც ლოგო. არც ფოტოები. მაგრამ თქვენ ზუსტად ხვდებით, რომელი ბრენდის რეკლამაა