შესაძლოა, ბევრ დიზაინერს არ სურს, რომ ჩააცვას მელანია ტრამპს, მაგრამ Dolce & Gabbana მათ შორის არ არის. ბრენდი მხარს უჭერს პირველ ლედის და მას, ბოლოდროინდელ ვიზიტზე თეთრ სახლში, Dolce & Gabbana-ს კაბა აცვია, რისი დამადასტურებელი ფოტო სტეფანო გაბანას ინსტაგრამზეც გვხვდება. ბრენდის მხარდაჭერას მელანია ტრამპის მიმართ, კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია, Dolce & Gabbana-მ კი საპასუხოდ, წამოიწყო კამპანია – #boycottdolcegabbana– წარმოადგინა ქალისა და მამაკაცის მაისურები, ბოიკოტის პრინტებით და ყალბი პროტესტის ვიდეოც კი მოამზადა.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=mnSOGYhQ1b4[/embedyt]
Dolce&Gabbana-ს კამპანიამდე, აქტუალური იყო – Boycott Beyoncé – რომლის მაისურებიც გაიყიდა “Formation“ ტურის ფარგლებში, კამპანიის წამოწყების მიზეზი კი პოლიციის მხრიდან, Super Bowl 2016-ზე, ბიონსეს სიმღერის – Formation-ის, ანტიპოლიციურ მესიჯად აღქმა გახდა.















