in

BOYGAR’S მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია

Business of Fashion-მა თბილისში მდებარე მაღალი მოდის მულტიბრენდული მაღაზია ევროპის საუკეთესო 20 მაღაზიას შორის დაასახელა

გავლენიანმა მოდის გამოცემამ, Business of Fashion-მა (BoF), ქართული მულტიბრენდული სივრცე BOYGAR’S მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების (The Best Fashion Stores in the World) სიაში შეიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბრენდი ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარებას იღებს.

BoF-ის გლობალური სიის ევროპულ ნაწილში 20 მაღაზიაა წარმოდგენილი, ჯამში, 31 სივრცე 21 ქალაქში.

Business of Fashion (BoF) მოდის, სილამაზისა და ფუფუნების ინდუსტრიების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო მედია და ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესანალიზს, ინდუსტრიის ტენდენციებსა და სიღრმისეულ სტატიებს აქვეყნებს.

გამოცემა BOYGAR’S-ის შესახებ წერს:

„ბოიგარსი თბილისს გამორჩეულ, საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს. მოდის რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი საკულტო ადგილია. პატარა, მაგრამ შემოქმედებითად ცოცხალ ქალაქში, „ბოიგარსი” მომხმარებელს მრავალფეროვნებასა და ისეთი დონის სელექციას სთავაზობს, როგორიც მსოფლიოს მოდის დიდ დედაქალაქებში გვხვდება. მოდის მოყვარულთათვის ეს საკმარისი მიზეზია, რომ საქართველოს ეწვიონ“.

BOYGAR’S თბილისში მდებარე პრემიუმ და ლუქსსეგმენტის მულტიბრენდული მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს საერთაშორისო მაღალი მოდის ბრენდების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს სთავაზობს. სივრცე გამოირჩევა საგულდაგულოდ შერჩეული კოლექციებით და საქართველოში ამ კატეგორიის ბრენდების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ასორტიმენტით.

ეს აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ BOYGAR’S-ისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. Business of Fashion-ის რეიტინგში თბილისის მოხვედრით, ქართული დედაქალაქი მსოფლიო მოდის რუკაზე ისეთ ქალაქებთან ერთად დასახელდა, როგორებიცაა მილანი, პარიზი, ლონდონი და ბერლინი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მზარდ მნიშვნელობას საერთაშორისო მოდის ეკოსისტემაში და საქართველოში მოდის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი – ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

ხმის იზოლაცია, როგორც თანამედროვე საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი