რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, 15 ნომერში ყველას გაგვივლია და წარმოუდგენელია, არ გქონდეთ შემჩნეული ვიტრინები, საიდანაც მოხდენილად ჩაცმული მანეკენები გვიყურებენ. ამ ვიტრინებს მიღმა ნამდვილი მოდის სამყაროა, რომელიც ხარისხსა და მაღალ მოდას აერთიანებს.
„ბოიგარსის” მაღაზიის 3 სართულზე ქალისა და მამაკაცის უახლესი კოლექციებია განთავსებული. თუ ერთხელ მაინც შეგივლიათ ამ მაღაზიაში, ნახავდით ისეთი ბრენდების უნიკალურ არჩევანს, როგორებიცაა: Prada, Miu Miu, Gucci, Saint LAURENT, LOEWE, BOTTEGA VENETA, THE ROW, TOM FORD და სხვა. მაღაზია 2024 წლის თებერვალში გაიხსნა, თუმცა ახალ კომპანიას უკან დიდი გამოცდილება უდგას; გამოცდილება, რომელიც საქართველოში ლუქსბრენდებისა და შოპინგის ახალი სტანდარტის შექმნას ემსახურება.
ბოიგარსის მაღაზიის დირექტორია დიეგო მონიზი. ამ პროექტის განსახორციელებლად იგი პორტუგალიიდან ჩამოვიდა. მას ლუქსბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბოლო 5 წლის განმავლობაში პორტუგალიაში Louis Vuitton-ის მაღაზიის დირექტორი იყო. Marketer.ge-მ დიეგოსთან ბოიგარსისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
M: როგორია „ბოიგარსის” კრეატიული ხედვა და მისია?
ჩვენი მისიაა, საქართველოში შოპინგის ლუქსგამოცდილება ავამაღლოთ და ცნობილი საერთაშორისო მულტიბრენდული მაღაზიების დონე შევთავაზოთ. მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა კომპანია, რომლითაც ქართველები იამაყებენ და მაღაზია, რომელიც შოპინგის პრემიუმგამოცდილებას მიანიჭებს ადამიანებს.
ჩვენი მაღაზიისთვის ავარჩიეთ საუკეთესო ადგილი, რომელიც დიდ აღტაცებას, როგორც გარე, ისე შიდა არქიტექტურით იწვევს. ამ სივრცეში თავმოყრილ ბრენდებთანაც მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი გუნდის წევრები მიმართულებას სწორედ ამ ბრენდების წარმომადგენლებთან იღებენ, რათა თითოეული მათგანის სპეციფიკა სწორად მიაწოდონ მომხმარებლებს.
M: რა ტიპის პროდუქტებსა და მომსახურებას გვთავაზობს ბოიგარს?
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიო მოდის საუკეთესო ბრენდების დიდ არჩევანს. ტანსაცმლის გარდა, აქ ნახავთ აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და ტყავის უნიკალურ ნაკეთობებს. საფასო სტრატეგია კი ძალიან მკაცრად გვაქვს განსაზღვრული და ყველა ბრენდის ევროპულ ფასებს ვუტოლებთ.
გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ონლაინმაღაზია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გლობალური ბრენდების პროდუქტი შეიძინოთ ონლაინ და სახლში მიტანის სერვისით ისარგებლოთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
M: თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ მოდის ინდუსტრიაში. როგორ აპირებთ ამ გამოცდილების საქართველოში გამოყენებას?
ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, შევქმნათ კულტურა და მოვიპოვოთ ჩვენი მომხმარებლების ნდობა. ამას მათთან და პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებით ვაკეთებთ. ჩვენთვის ბოიგარს არ ნიშნავს მხოლოდ ლუქსსამოსის არჩევანს. ვცდილობთ, დავაკვირდეთ მომხმარებლებს და მათი ინტერესებისა და მოთხოვნების მიხედვით მივაწოდოთ პერსონალური სერვისი, გავუწიოთ კონსულტაცია და მივცეთ რჩევები, ამიტომ ყოველ მომხმარებელთან ურთიერთობა ჩვენთვის ახალი, ლამაზი ისტორიაა.
M: რა სტრატეგიებს იყენებს ბოიგარს მომხმარებელთან პოზიიური ურთიერთობისთვის?
ჩვენი სტრატეგია არის გულწრფელი, მოიცავს ემპათიას, ცნობისმოყვარეობასა და მომხმარებლის ყველა საჭიროების გათვალისწინებას. ჩვენი პრიორიტეტია, მომხმარებელმა მაღაზიაში სრულად გამოამჟღავნოს საკუთარი თავი და იგრძნოს კომფორტი ჩვენთან ურთერთობისას. გარდა მაღაზიაში შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილების უზრუნველყოფისა, ჩვენ მათ ვთავაზობთ late-night shopping-ის სერვისს, პირად კონსულტაციებს ე.წ. Personal Styling-ს და კოლექციების პირდაპირ სახლში მიწოდების მომსახურებას.
M: და ბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები…
საკმაოდ დიდი ამბიციები გვაქვს და მივიწევთ გაფართოებისკენ. ვამატებთ ბრენდებს, როგორებიცაა Chloe და FENDI. ბევრი მათგანი საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი კოლექციით. ეს ზრდა გვეხმარება, ვიყოთ არა მხოლოდ როგორც წამყვანი კომპანია რეგიონში, არამედ ყველაზე კომფორტული სივრცე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კლიენტებისთვის.
[R]