in ,

“Behance Portfolio Review Tbilisi”- საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური და სასარგებლო იქნება”

ბიჰანს თბილისი

“ Behance Portfolio Review-ს საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისევე როგორც ნებისემირი ადამიანისთვის. შენ აკეთებ რაღაც კონკრეტულს, ქმნი ნამუშევარს, შემდეგ კი კვალიფიციური პროფესიონალი საკუთარ აზრს გეუბნება, რჩევას გაძლევს. საერთოდ, რთულია სარეკლამო ინდუსტრიაში წესებითა და ფორმულებით რაიმეს კეთება და გამოცდილების მიღება. Miami Ad School-ში, სადაც მე ვსწავლობდი, სწავლების მთავარი პრინციპი სწორედ ეს იყო – ჩვენს ნამუშევრებს აფასებდნენ, განიხილავდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ” – ამბობს ღონისძიების მხარდამჭერი კრეატიული სააგენტო “საქიდეამშენის” დამფუძნებელი გიორგი პოპიაშვილი.
პოპიაშვილი გიორგიშესაბამისად, სასარგებლო იქნება მონაწილეებისთვის?

საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური და სასარგებლო იქნება. ჩვენთან ნაკლებობაა იმ ხალხის, ვინც, შესაძლოა, ამ სფეროში შენი ნამუშევარი შეაფასოს და სასარგებლო და საინტერესო რჩევა, შეფასება მოგცეს.

თქვენ ამ ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი ხართ, რაზე ისაუბრებთ?

ვაპირებ ვისაუბრო სამ ძირითად ასპექტზე, რომელიც აუცილებელია სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად. ეს იქნება ზოგადი თეორია, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანს გამოადგეს. მთავარია, ადამიანი შემოქმედებითი იყოს, რომ სწორად “გაყიდოს საკუთარი თავი”.

რას არის წარმატებისთვის აუცილებელი ეს სამი ძირითად ასპექტი?
პირველ რიგში, ზოგადად უნდა იყო შემოქმედებითი ადამიანი და არა სამუშაო საათების დაწყებიდან – დამთავრებამდე. ეს ცხოვრების წესი უნდა იყოს. ჩემი სფიჩის დროს კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან. მეორე ასპექტია –იცოდე, როგორ გაუკეთო რეალიზება შენს იდეას. კარგია, როცა გაქვს იდეები, თუმცა, ამას სჭირდება ხორცშესხმა. უნდა შეგეძლოს თხრობა, გადმოცემა. სწორედ ასე შეძლებ შენი ჩანაფიქრის განხორციელებას. პირველი ორი ეტაპის გავლის შემდეგ საჭიროა ნიადაგის სწორად შერჩევა ამ ყველაფრის გასაყიდად. ეს მოიცავს ხალხს, ვისთანაც ვურთიერთობთ და ადგილს, სადაც მოვახდენთ უკვე ხორცშესხმული იდეების რეალიზაციას.

თქვენი ინფორმაციით რამდენად დიდია მონაწილეობის მსურველთა რიცხვი?

ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ფაქტობრივად ყველა ქართველ დიზაინერსა და ფოტოგრაფს აქვს პროფილი Behance-ის პლატფორმაზე. მაღალი აქტივობა უნდა იყოს, არ არის უცნობი მოვლენა.

როგორ ფიქრობთ რამდენად ეფექტური იქნება ეს ღონისძიება მონაწილეებისათვის და დამსწრე საზოგადებისთვის?

ერთ დღიანი ღოსნიძიება, რაც არ უნდა კონკრეტულად მორგებული იყოს ლოკალურ ბაზარს, ადამიანის კარიერისთვის განმსაზღვრელი ვერ იქნება. მაგრამ ასეთი აქტივობებით განვითარების ვექტორი სწორი მიმართულებით იქნება მიმართული. რაც ყველაზე მთავარია, სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს, საშუალება მიეცემათ ჰქონდეთ კონტაქტი ისეთ ადამიანებთან, ვინც განვითარებულ ბაზარზე წლების განმავლობაში მოღვაწეობს. მათგან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

მთავარი სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატებისთვის პრაქტიკული გამოცდილება და მიღებული რჩევებია?

ყველა სფეროში ასეა. მთავარი პრაქტიკაა, მაგრამ სარეკლამო ინდუსტრიაში განსაკუთრებით. ეს აბსტრაქტული სფეროა და რთულია, მხოლოდ თეორიით მიაღწიო განვითარებას. აქ წესები დინამიურად იცვლება. აამიტომ, გაცილებით უფრო პრაქტიკულია, როდესაც გესაუბრება ამ სფეროში მოქმედი ადამიანი, გიზიარებს აზრს და გაძლევს რჩევას.

შეგახსენებთ,Behance Portfolio Review Tbilisi- 30 მაისს გაიმართება და მასწრე დასწრება ორგანიზატორებისა და მხარდამჭრების დახმარებით უფასოა. დარეგისტრირდით აქ:

http://www.meetup.com/BehanceReviews/WeAreDesigners-Ge-Tbilisi/

ღონისძიების მასპინძელია კინოთეატრი “ამირანი “ , პროექტის მხარდამჭერი თბილისის მერია, ენერგეტიკული პარტნიორი Red Bull, სპონსორები: Silknet, Connect და Lig Studio.

დაარწმუნე ცოლი რომ იყიდოს ეს სკამი! გენიალური ექსპერიმენტი!

“ბრენდს, როგორც ადამიანს, სჭირდება წარმოჩენა”- თეონა ბაღდავაძე