in

“Bra Codes” — Asda-ს ახალი კამპანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე

როგორც იცით, ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. ამის ფარგლებში კომპანია Asda თავის ქვითრებზე არსებულ შტრიხკოდებს “Bra Codes”-ებად გარდაქმნის. ამ გზით, მომხმარებლებს „ნამდვილი თვითმომსახურების“ საჭიროების შესახებ ახსენებს…

Breast Cancer Now, CoppaFeel! და კრეატიულ სააგენტო Havas London-თან თანამშრომლობით, სუპერმარკეტების ქსელს სურს, იმ ფაქტზე გაამახვილოს ყურადღება, რომ მკერდის რეგულარული შემოწმება გადარჩენის წინაპირობაა. სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ძუძუს კიბოთი და ყოველწლიურად 11 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება ამ დაავადებით.

ამ საკითხზე ყურადღების მიქცევის იმედით, Tickled Pink-ის ყოველწლიური კამპანია, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე გრძელი კორპორატიული საქველმოქმედო პარტნიორობა, 26 წელია, გრძელდება. მის ფარგლებში 87 მილიონი დოლარი შეგროვდა, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაში პირველი ეროვნული ბანკის შესაქმნელად გამოიყენებოდა — სხვადასხვა კვლევითი პროექტის დასაფინანსებლად და დაავადებულთა დახმარების ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის.

როგორც ახალი კამპანიის ფარგლებში განმარტავენ, მომხმარებელს შეუძლია, ცნობიერების ამაღლებას მხარი დაუჭიროს სპეციალური „ვარდისფერი პროდუქტების“ შეძენით — მათ შორისაა Rimmel ფრჩხილის ლაქი, Coca-Cola Zero & Diet, Pantene თმის პროდუქტები და სხვა.

შეხვედრების 3 ტიპი — როგორ უნდა ჩაატაროთ თითოეული წარმატებულად?

4 თვისება, რომელსაც Apple პოტენციურ თანამშრომლებში აკვირდება