ბანგლადეშის ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ BRAC გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება. სტატისტიკური მონაცემებით, ბენგალში 10-დან 7 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. კამპანიის ავტორები სვამენ კითხვას “რა შეუძლია გაუკეთოს მშობელმა შვილს ამ შემთხვევაში?” – ამაზე პასუხს თავად ვიდეორგოლი გვცემს, რომელშიც მამა შვილს ჰპირდება, რომ თუკი რამე გაუჭირდება მომავალში, მისი სახლის კარი მუდამ ღია იქნება. სარეკლამო სააგენტო Mediumrare-ის მიერ გადაღებული რეკლამა მოუწოდებს მშობლებს, მუდამ იდგნენ თავიანთი შვილების გვერდით.











