ჰოლივუდის მსახიობი, ბრედ პიტი ბანკ Boursorama-ს რეკლამაში მონაწილეობს… ოღონდ, მხოლოდ ვიზუალურად. ვიდეორგოლში მისი ხმა არ ისმის და პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, რას გვეუბნება, მთავარია, რომ ამ ნამუშევარში მთავარი გმირი სწორედ ისაა, ბრედ პიტი.
ვიდეორგოლი ფრანსუა რუსლეს რეჟისორობითაა გადაღებული.
ბანკი Boursorama საფრანგეთის ბაზარზე სამი მიმართულებით ოპერირებს: ონლაინ ბანკინგი, ონლაინ ბროკერობა და ონლაინ ფინანსური ინფორმაცია. ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანია „სოსიეტე ჟენერალის“ შვილობილი კომპანიაა.