დილა ზოგისთვის სიჩუმეს, ყავას და რამდენიმე მშვიდ წუთს ნიშნავს. ბრედ პიტისთვის კი De’Longhi-ის ახალ კამპანიაში ეს ფუფუნებაა, რომლის მოპოვებაც საკმაოდ რთულია.
ბრენდის ახალი ფილმი, რომელიც Magnifica Duo-ს ეძღვნება, ბრედ პიტს სრულიად მოულოდნელ გარემოში გვიჩვენებს. ის სახლში 16 ძალიან აზრიან, ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრობს და თითოეულ მათგანს დილის საკუთარი პრეტენზია აქვს. ერთი ეკითხება, რატომ გაიღვიძა გვიან, მეორე ჭურჭლის თემას ახსენებს, მესამეს კი აინტერესებს, რატომ არის ასე გამოწყობილი.
კამპანია Spike Jonze-მ გადაიღო, იდეა კი LOLA Madrid-ს ეკუთვნის. ჩვეულებრივი ყავის რეკლამის ნაცვლად, ფილმი პატარა კომედიურ სამყაროს ქმნის, სადაც თითოეულ ძაღლს საკუთარი ხასიათი, ხმა და დამოკიდებულება აქვს. პიტის მთავარი მიზანი ძალიან მარტივია: როგორმე მიაღწიოს ყავის აპარატამდე და რამდენიმე წუთით საკუთარ თავთან დარჩეს.
Magnifica Duo De’Longhi-ს ახალი ავტომატური ყავის აპარატია, რომელსაც ცხელი და ცივი რძიანი სასმელების მომზადება ერთი ღილაკით შეუძლია. სწორედ „ცხელი და ცივი“ ხდება კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. პიტის დილაც ამავე პრინციპით ვითარდება: ცოტა სიმშვიდე, ბევრი ქაოსი, მცირე გამარჯვებები და მუდმივი წარუმატებლობები. იუმორის დიდი ნაწილი თავად ბრედ პიტის იმიჯზე თამაშობს. კამპანია მის ვარსკვლავურობას ზედმეტად სერიოზულად არ ეკიდება და პირიქით, ცდილობს, პერსონაჟი მაქსიმალურად დაუცველ და სასაცილო სიტუაციაში მოაქციოს. სპაიკ ჯონზის სტილიც სწორედ აქ იგრძნობა: ყოველდღიური სცენა ნელ-ნელა აბსურდულ, მაგრამ ძალიან ბუნებრივ სამყაროდ იქცევა.
კამპანიის მთავარი იდეა ყავის პერსონალურ რიტუალად წარმოდგენაა. De’Longhi-სთვის ფინჯანი ყავა მხოლოდ სასმელი არ არის. ის რამდენიმე წუთია, რომელსაც ადამიანი დღის დასაწყისში საკუთარ თავს უთმობს და თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს ეს მომენტი.
დელონგისა და ბრედ პიტის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, თუმცა ახალი კამპანია წინა ნამუშევრებისგან უფრო იუმორისტული ტონით გამოირჩევა. აქ ნაკლები ყურადღება ეთმობა პროდუქტის იდეალურად განათებულ კადრებს და მეტი თავად სიტუაციას, პერსონაჟებსა და პიტის რეაქციებს.
LOLA Madrid-ის კრეატიული გუნდის მიხედვით, პიტის ქარიზმა სწორედ იმიტომ მუშაობს კარგად, რომ კამპანია მის გაშარჟებასაც არ ერიდება. რაც უფრო უხერხულ და არაკონტროლირებად სიტუაციაში ხვდება, მით უფრო ბუნებრივად ჩანს მისი პერსონაჟი.












