in

ეს კორექტორი ბრაილის შრიფტის შეცდომების გასწორებაში დაგეხმარებათ

ბრაილის შრიფტის კორექტირების მოწყობილობა ხელნაკეთია და იმ ნაკლებად განხილულ პრობლემებს უმკლავდება, რომლებზეც ბევრი ჩვენგანი არც ფიქრობს. ამ შრიფტით გამოქვეყნება ჩვეულებრივზე უფრო რთული და იშვიათიცაა. ახლა კი წარმოიდგინეთ, მას რომ მიაგნებთ და შიგნით უამრავ შეცდომას იპოვით… დიახ, ბრაილის არასწორი ნაბეჭდის გასწორება აქამდე ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ახლა ეს მომხიბვლელი პატარა საკანცელარიო ნივთი დაგეხმარებათ.

მოწყობილობა ჩვეულებრივი კორექტორების მსგავსად მუშაობს — არასწორს სწორი სიმბოლოთი ფარავს, ბეჭდურ შეცდომებს აფიქსირებს და ტექსტის ფიზიკურ დაზიანებას ასწორებს. 

ხოლო იმის გამო, რომ ბრაილი მონოსივრცული ენაა, ამ კორექტორის გამოყენება საკმაოდ მარტივია, როცა საქმე ძველის ახლით შეცვლას ეხება. კორექტორის სითხის მსგავსად, მცირე შეცდომებს ასწორებს და არა, მთლიან წინადადებებსა თუ აბზაცებს.

როგორ მუშაობს ბრაილის კორექტორი?

Golden Pin Design-ის გამარჯვებული ბრაილის კორექტორი თქვენს თითზე თავსდება და წინასწარ დამაგრებული ბრაილის შრიფტის ლენტი მოჰყვება. მას შემდეგ, რაც შეცდომას აღმოაჩენთ, წერტილოვანი მასალა უნდა გამოიყენოთ და მოწყობილობაში არსებულ ფირზე სწორი მართლწერა შეიყვანოთ. მარჯვენა საჩვენებელი თითი შეცდომაზე უნდა მოათავსოთ და ფირის გასაცემად გვერდით არსებულ ღილაკს დააჭიროთ. ლენტის დადებისას კი თითი უნდა აწიოთ და მოწყობილობის თავზე არსებულ ღილაკს დააჭიროთ, რათა არასწორ სიმბოლოზე დატანის შემდეგ ლენტის ამოჭრა შეძლოთ.

რა კავშირია ბრენდის სპონსორობასა და მათი მომხმარებლების აქტიურობას შორის

Nybble-ის რობოტი კატა იმას გააკეთებს, რასაც ასწავლით