in

ნახეთ: ბრაილის შრიფტით შექმნილი ემოჯიები უსინათლოებისთვის

Braille Emoticons 22 განსხვავებულ სიმბოლოსა და ემოჯის გვთავაზობს

მიუხედავად იმისა, რომ ემოჯის იდეა თავდაპირველად ვიზუალური ტექსტური შეტყობინებების ხელშეწყობა იყო, მას ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს — ვიზუალური ბუნების ხარჯზე, იგი მხედველობა დაქვეითებულთათვის მიუწვდომელი ხდება.

ამ ბარიერის გადალახვის მიზნით, MAD-ის ხელოვნების სკოლის დიზაინერმა და კურსდამთავრებულმა საკუთარ თავზე აიღო ბრაილის სმაილიკების შექმნა. პროექტი, სახელწოდებით Braille Emoticons 22 განსხვავებულ სიმბოლოსა და ემოჯის გვთავაზობს — დაწყებული ღიმილით, დასრულებული გულით.

“ადამიანები, რომლებიც ბრაილს იყენებენ, იძულებულნი არიან, თავიანთი ემოციები მხოლოდ ანბანის ასოებით აღწერონ. სწორედ ეს გახდა ბრაილის შრიფტის დანამატის შემუშავების საწყისი წერტილი. იგი ჩვენს ვიზუალიზებულ ემოჯიებს ეფუძნება, რომელიც “წერტილების” ენაზე გარდაიქმნება” — აღნიშნავს დიზაინერი ვალდა ვერბაენენი.

სილქნეტი ფასდაკლების დღეებს უერთდება – გაეცანით მთავარ შეთავაზებებს!

ხელოვნურმა ინტელექტმა, ფილმების შთაგონებით, შესაბამისი პოსტერები შექმნა