in

ინჟინრებმა ტვინის სიგნალები სიტყვებად გარდაქმნეს

კოლუმბიის უნივერსიტეტის ნეიროინჟინრებმა შექმნეს სისტემა, რომელსაც ფიქრი გადაჰყავს გასაგებ ტექსტურ რეჟიმში. ტვინის აქტივობის კონტროლის საშუალებით, ტექნოლოგიას შეუძლია ააწყოს სიტყვები, რომლებიც ადამიანს ესმის. იმედოვნებენ, რომ ამ მიგნების საშუალებით ადამიანის გონების კომპიუტერთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ. ეს აღმოჩენა დაეხმარება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც აქვთ მეტყველების პრობლემა ან ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS), პოსტინსულტური რეაბილიტაციის პერიოდი და ა.შ. ეს ტექნოლოგია ადამიანებს გარესამყაროსთან კომუნიკაციის აღდგენაში დაეხმარება.

BOG
BOG

კვლევის ფარგლებში, ცდისპირებს სთხოვეს მოესმინათ სხვადასხვა ადამიანის მიერ ნათქვამი წინადადებები და ამის ფონზე მათი ტვინის აქტიურობა გაეზომათ. ამის შემდეგ, მკვლევარებმა მონაწილეებს სთხოვეს დინამიკებში მოესმინათ, როგორ წარმოთქვამდნენ სხვები რიცხვებს 0-დან 9-მდე. პარალელურად, მათი ტვინის სიგნალებს ვოკოდერით იწერდნენ. ჩანაწერის დამუშავების შემდეგ, საბოლოო რეზულტატის სახით, მიიღეს რობოტიზებული ხმა, რომელიც რიცხვების თანმიმდევრობას იმეორებდა.

მკვლევართა გუნდი ექსპერიმენტს უფრო რთულ სიტყვებსა და წინადადებებზეც გეგმავს. იმედოვნებენ, რომ ეს სისტემა შესაძლოა გახდეს იმპლანტი კომუნიკაციის პრობლემის მქონე პაციენტებისთვის.

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აჩქარდეთ

მარტივი რეცეპტი, თუ როგორ ვიყოთ კრეატიულები