in

რაც უფრო დატვირთულია ტვინი, მით მეტი დრო სჭირდება სამუშაოდ, დროთა განმავლობაში!

სხვადასხვა კვლევით დადგენილია, რომ ადამიანის ტვინი, 1986 წელთან შედარებით, დღეს 5-ჯერ მეტ ინფორმაციას იღებს. შესაბამისად, იზრდება დაძაბულობა, მღელვარება და სტრესი. თანამედროვე სამყაროში ადამიანი, დღის მანძილზე, 8,10, 12 საათს მუშაობს. ამას ემატება პირადი ინტერესების სფერო და გართობა

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა შეიძლება გააკეთოთ, რომ ასეთი გონებრივი დატვირთვის გამო საბოლოოდ არ დაუძლურდეთ?

დაასვენეთ ტვინი! 

ძილი ადამიანს კონცენტრირებაში, პროდუქტიულობასა და ზოგადად, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამ დროს ტვინი „იწმინდება“. ღამის ძილის გარდა, საჭიროა, გონება დღისითაც „გაითიშოს“, რადგან ადამიანს შეუძლია კონცენტრირდეს მხოლოდ 90-120 წუთი. ამიტომ, თუ გსურთ იყოთ პროდუქტიულები, კრეატიულები და ამავდროულად, გაუმკლავდეთ კომპლექსურ პრობლემებს, 90 წუთიანი მუშაობის შემდეგ, აუცილებლად შეისვენეთ – დაასვენეთ ტვინი.

განტვირთვა უნდა იყოს კომპლექსური!

იმისათვის, რომ ტვინმა რეალურად დაისვენოს, დღის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმეწუთიანი „ტაიმ აუტი“ საკმარისი არ არის. ყოველდღიურ რუტინას რამდენიმე რამ შეგიმსუბუქებთ:
ისეირნეთ! სხვადასხვა კვლევის თანახმად, ტვინი ჰაერზე ყოფნის დროს უფრო აქტიურდება. გარდა ამისა, „მზეზე“ ადამიანი იღებს D ვიტამინსა და სეროტონინს, რომელთა დახმარებითაც თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
აკეთეთ ის, რაც გიყვართ! იკითხეთ, წერეთ, იცურავეთ – დადებითი ემოციებით დაიტვირთეთ, ასე მეტად ენერგიული იქნებით.
ივარჯიშეთ! ვარჯიში მხოლოდ სხეულს კი არა, ტვინსაც „აჯანსაღებს“. არ აქვს მნიშვნელობა ფეხით ივლით, იოგათი დაკავდებით, თუ სპორტ დარბაზში დაწვავთ კალორიებს.
დაკავდით მედიტაციით! მედიტაცია ზრდის ტვინის წინა ნახევარსფეროს (პასუხისმგებელია სხეულის ორინტაციასა და შეგრძნებებზე) აქტიურობას, სამაგიეროდ, ამცირებს შიშის ცენტრის აქტიურობას.
ხშირად წაუძინეთ! დღისით, თუნდაც, რამდენიმე წუთით „თვალის მოტყუება“ გაგიქრობთ ძილიანობას, გააძლიერებს თქვენს კოგნიტურ ფუნქციას, გამოგიკეთებთ მეხსიერებასა და ხასიათს.
გადით „მომსახურების ზონიდან“! არ იფიქროთ, არ იმუშაოთ – ნუ გააკეთებთ ნურაფერს რამდენიმე წუთს მაინც. ასეთი „გათიშვა“ გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და პრობლემების გადაწყვეტის უნარს.
• წარმოიდგინეთ, რომ ისვენებთ! როგორც არ უნდა ჟღერდეს, ქვიშიან სანაპიროზე დასვენებასა და გონებაში ამ მოგზაურობის ვიზუალიზაციას, თქვენს ტვინზე, დაახლოებით, ერთნაირი ეფექტის მოხდენა შეუძლია.
სცადეთ, გათიშოთ გონება! თუნდაც, 10 წუთით დასვენებას და ტელეფონის გამორთვას, სასწაული მოხდენა შეუძლია. წესად აქციეთ, გამორთოთ ტელევიზორი და კომპიუტერი ძილის წინ. დასვენების დღეებში დაივიწყეთ „მობილური“, ელ. ფოსტა და სხვა საქმიანი მიმოწერა.

აიღეთ შვებულება! ზოგჯერ, წლები გადის, თქვენ უწყვეტად მუშაობთ და შვებულებას არ იღებთ. არა და, კვლევებით დადგენილია, რომ დასვენებულ გონებას 7 დღის სამუშაოს 5 დღეში შესრულება შეუძლია. თუ პერიოდულად ტვინს არ დაასვენებთ, საბოლოოდ, საკმაოდ სერიოზულ გვერდით ეფექტებს მიიღებთ.



თანამედროვე ქართველი არტისტების “არაჩვეულებრივი გამოფენა” არგოს შეფუთვაზე!

როგორ იმართლებენ თავს თანამშრომლები და როგორ ესმის ეს ხელმძღვანელს?