in

Brainer.ge – ქართული პლატფორმა, რომელიც გეხმარება გამოიმუშაო ფული იმით, რაც უკვე იცი

რამდენჯერ გითქვამს რაღაცაზე, აი, ეს ცოდნა რაში გამომადგებაო? მაგალითად, ჩვენ ვერ ვიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა ტრიგონომეტრიის ცოდნა რეალურად გამოვიყენეთ. ჰოდა, ამ სტატიაში უსარგებლო ცოდნის სარგებლიანობაზე გიყვებით და გაგაცნობთ ქართულ ონლაინ პლატფორმას, რომელიც უკვე არსებული სასარგებლო თუ „ისე რა“ სასარგებლო ცოდნით ფულის გამომუშავება შეგიძლიათ. ეს არის Brainer.ge – ქართული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მომხმარებელს უკვე არსებული ცოდნის საშუალებით ფულის გამომუშავება შეუძლია.

მაინც, როგორ?

16 აპრილს, Marketer.ge-სა და Brainer-ის ერთობლივი გათამაშება გაიმართება. დაელოდეთ გათამაშებას 14:00 და 17:00 საათზე. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს ბიზნესის და მარკეტინგის სფერო. თუ შეგიძლია გამოიცნო თანამედროვე წარმატებული კომპანიები მათი ლოგოს მიხედვით, თუ იცნობ იმ ადამიანებს ვინც შეძლო ეს კომპანიები წარმატებულ ბიზნესად ექცია და იცნობ მათ მიერ განხორციელებულ მარკეტინგულ ნაბიჯებს, შემოგვიერთდი. საპრიზო ფონდი 200 ლარს შეადგენს.

პლატფორმაზე გამომუშავება შესაძლებელია როგორც თემატურად დაყოფილი კატეგორიების მიხედვით (ისტორია, სპორტი, კინემატოგრაფია…) ასევე, ფასიანი თუ უფასო გათამაშებების საშუალებით, სადაც სისხარტის გამოყენებით, მრავლობითი არჩევანის პრინციპის კითხვებზე პასუხის გაცემით. მაგალითად, ასეთი გათამაშება უკვე მიმდინარეობს პლატფორმაზე და მასში ჩართვა ახლავე შეგიძლიათ. Brainer-ის შექმნა სამმა მეგობარმა, თორნიკემ, ბექამ და თემომ, პანდემიისას გადაწყვიტეს, როდესაც ლოქდაუნის პირობებში, დროის გატარების საინტერესო ალტერნატივების ძიება დაიწყეს. ამ დროისთვის, Brainer.ge დიდი გათამაშებისთვის ემზადება, რომელშიც მონაწილეობა უკვე შეგიძლიათ. პლატფორმის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე ბრეინერის დამფუძნებლები გვესაუბრნენ.

M: რა იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი, როგორი უნდა ყოფილიყო Brainer.ge?

თორნიკე: გვინდოდა, შეგვექმნა შემეცნებითი პლატფორმა, კომუნა, რომელზეც ადამიანებს ერთის მხრივ ექნებოდათ შესაძლებლობა, გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, ხოლო მეორეს მხრივ, მიეცემოდათ საშუალება მიეღოთ ზოგადი ცოდნა სხვადასხვა თემების ირგვლივ ისეთი სფეროებიდან როგორიცაა: ხელოვნება, გეოგრაფია, მეცნიერება, ისტორია, სპორტი, გართობა. კვლევა სამეგობრო წრეში ჩავატარეთ, რადგან გვაინტერესებდა რამდენად მზად იყო ბაზარი მსგავსი პროდუქტისთვის და რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ბრენდის ირგვლივ.

M: როგორ მიხვედით კონცეფციის იმ ვერსიამდე, როგორიც ახლა აქვს Brainer.ge-ს?

ბექა: დეკემბერში თვეში უკვე თავიდან ბოლომდე გადავეშვით იდეის დახვეწასა და კონცეფციის შექმნაში. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოცდილება და ეტაპი ბრენდის განვითარების. პირველი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა GITA-ს პროექტი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, სრულიად სხვა კუთხით შეგვეხედა პროდუქტისთვის. სამთვიანმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და მოვიზიდეთ პირველი ინვესტიცია 15,000 ლარის სახით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაგვეხვეწა ჩვენი პროდუქტის დეველოპერული მხარე. ერთი წლის თავზე კი ჩავუშვით პლატფორმის სატესტო ვერსია, რომელზეც ამ დროისთვის 500-მდე აქტიური მომხმარებელია რეგისტრირებული.

M: როგორ აპირებთ ბრეინერის განვითარებას?

თემო: ბრეინერი ჩვენი ინტერესებისა და მისაწრაფებებიდან გამომდინარე შევქმენით, ამიტომ ორმაგად სასიამოვნო არის ამ პროექტზე მუშაობა. ბრენდის შექმნის თითოეულ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართულები, იქნება ვებგვერდის დეველოპმენტი, დიზაინერებთან ერთად ბრენდბუქზე მუშაობა თუ მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა. გვინდა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი. გვაქვს უამრავი იდეა, როგორ გავხდეთ ხელმისაწვდომი პლატფორმა სკოლებისა თუ უნივერსიტეტებისთვის.

ნებისმიერ მსურველს ახლავე შეუძლია გამოცადოს თავისი შესაძლებლობები brainer.ge-ის ყოველდღიურ გათამაშებებში. მიიღეთ ცოდნა, ითამაშეთ და გაატარეთ დრო საინტერესოდ.

როგორ დავარწმუნოთ თანამშრომლები გააკეთონ ის, რაც ხშირად არ სურთ?

„ალტე უნივერსიტეტის” გუნდს ნანა დიხამინჯია უერთდება