in

4 მიზეზი თუ რატომ უნდა დაესწრო მასტერკლასს რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის!

Brian Tracy Tbilisi2015 წლის 21 თებერვალს საკონსულტაციო კომპანია სითი კონსალტინგის და ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის მოწვევით, თბილისს გაყიდვების გურუ, მსოფლიოს წამყავნი კომპანიების ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი, ბრაიან ტრეისი ესტუმრება, რომელიც გამართავს მასტერკლასს თემაზე – Sales Management and LeaderShip.

BOG
BOG

აღნიშნული მასტერკლასი იქნება 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს მოვლენა, რომლის მიზანია წარმატებული დასავლური კომპანიებიდან მიღებული გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება, საქართველოში მოღვაწე საშუალო და მაღლი რგოლის მენეჯერებისთვის.

ბრაიან ტრეისი თბილისს პირველად ესტუმრება. საქართველო არის 70-ე ქვეყანა სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტრენერი და სპიკერი გამართავას მასტერკლასს.

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს თუ რატომ არის აუცილებელი ბრაიან ტრეისის მასტერკლასზე დასწრება:

მასტერკლასი შეეხება ისეთ აქტუალურ თემას როგორიც გაყიდვებია. მოგეხსენებათ დღევანდელ რეალობაში გაყიდვებს კომერციული კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, შესაბამისად ტრეისის მასტერკლასზე დასწრებით კომპანიები და მათი თანამშრომლები გაიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომლებმაც არაერთი კომპანია მიიყვანა წარმატების მწვერვალებთან. მასტერკლასი მოგცემთ საშუალებას დაამყაროთ ახალი კონტაქტები, ახალი ბიზნეს ურთიერთობები თქვენს პოტენციურ პარტნიორებთან, რაც წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტრეისის მასტერკლასს თბილისში დაესწრება 450 პროფესიონალი სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან. გაიგებთ უნიკალურ მეთოდს თუ როგორ გახდეთ უკეთესი ლიდერი, ლიდერი რომელიც აძლევს საკუთარ გუნდს მოტივაციას, რწმენას და შესაძლებლობას გახდნენ კიდევ უფრო წარმატებულები. წარმატებული ადამიანები კი მოგეხსენებათ წარმატებულ კომპანიებს ქმნიან. გაზარდეთ საკუთარი შემოსავალი, ტრეისის მასტერკლასი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა რადგან მსოფლიოს 69 ქვეყანაში მისი გაყიდვების ფორმულა უკვე დიდი ხანია წარმატებით მუშაობს. მისი წარმატების ფორმულა გაყიდვებში იძლევა შესაძლებლობას რომ თქვენი გაყიდვები მინიმუმ გააორმაგოთ.

რაც არ უნდა მოგწონდეს და რისიც არ უნდა გჯეროდეს! OK-ს საახალწლო რეკლამა, ექსკლუზიურად მარკეტერზე!

დაუჯერებელი პროექტი, რომელიც დიზაინერებმა შექმნეს