in

რა მნიშვნელობა აქვს ბრენდის სახელმძღვანელოს მარკეტინგის თანმიმდევრულობაში

ვიზუალი, ხმა, ფერთა პალიტრა, საუბრის ტონი – ეს და სხვა ფაქტორები ადამიანებს თქვენი ბრენდის ამოცნობაში ეხმარებათ. ბრენდის თანმიმდევრულობა კონკურენტებისგან გამოგარჩევთ და აუდიტორიას მიიზიდავს თქვენკენ.

როდესაც თქვენ რეგულარულად აწვდით ადამიანებს თქვენი ბრენდის გზავნილს, თქვენი მარკეტინგული კომუნიკაცია უფრო დამაჯერებელი და სანდოა, რაც იწვევს ბიზნესის ზრდას.

გამოიყენეთ ეს რჩევები, რათა თანმიმდევრული გავლენიანი ბრენდის აგება შეძლოთ.

განსაზღვრეთ ბრენდის სახელმძღვანელო

მკაფიო წესებისა და სტანდარტების შექმნა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ბრენდის თანმიმდევრულობისთვის. ეს სამუშაო დაგეხმარებათ ახალი კამპანიების წამოწყებისას კონცენტრირებული იყოთ.

ტონი და ხმა. იფიქრეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ბრენდი, პერსონიფიცირების შემთხვევაში. რა არის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გსურთ, რომ დაუყოვნებლივ მიიტანოთ აუდიტორიამდე? მაგალითად, ბავშვთა თმის სალონს სჭირდება მხიარული განწყობა, ხოლო იურიდიულ კომპანიას უნდა ჰქონდეს უფრო სერიოზული და საიმედო ტონი.

ფერების პალიტრა. აირჩიეთ დომინანტური ფერი და 3 ან 4 დამატებითი ტონი, მეორადი პალიტრისთვის, რათა თქვენი ვიზუალური აქტივები იყოს თანმიმდევრული, მაგრამ არა ერთფეროვანი. ფერების ერთგვაროვნება ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობის გაძლიერებას.

ლოგო. განსაზღვრეთ წესები, თუ როგორ გსურთ თქვენი ლოგოს სხვადასხვა ფორმატში ჩვენება. დარწმუნდით, რომ შეიტანეთ ფერების ვარიაციები, რომლებსაც დაუშვებთ და მითითებები ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმატირებისთვის.

სურათები. განსაზღვრეთ მითითებები, თუ როგორ იყენებთ ფოტოებს და რა არის შესაფერისი თქვენი ბრენდისთვის. იქნება ეს ვინტაჟური სტილი თუ უფრო თანამედროვე? თუ თქვენ აერთიანებთ ადამიანების სურათებს, დარწმუნდით, რომ ისინი ასახავენ სამიზნე აუდიტორიას, რათა პოტენციურმა კლიენტებმა იდენტიფიცირება მოახდინოს ფოტოსთან.

შრიფტები. როგორც წესი, ბრენდებს აქვთ ძირითადი შრიფტი და მეორადი შრიფტი, რომლებიც სხვადასხვაგვარად გამოიყენება სათაურებისთვის, აბზაცის ტექსტისთვის ან წარწერებისთვის.

ქოფი. თქვენს მიერ არჩეული სიტყვები და ის, თუ როგორ იყენებთ მათ ბევრს მეტყველებს თქვენს ბრენდზე. ყველა დეტალის შეთანხმებაა ამ კუთხით საჭირო.

სიხშირე. იფიქრეთ, რამდენად ხშირად აქვეყნებთ კონტენტს და ეკონტაქტებით აუდიტორიას, სხვადასხვა არხის მეშვეობით.

დააორგანიზეთ თქვენი მარკეტინგული აქტივები

როდესაც ყველა მარკეტინგული აქტივი ერთადაა თავმოყრილი, გუნდებს, რომლებიც ქმნიან რეკლამას და კამპანიას, შეუძლიათ მარტივად გაერთიანდნენ. ვებზე მომუშავე გუნდებიც სარგებლობენ, იყენებენ ბეჭდურ მასალას, ასევე, offline გუნდებიც მოიხმარენ ამ აქტივებს.

აქტივების თავმოყრით ნაკლებად მოსალოდნელია შეფერხებები.
თქვენ გექნებათ ნაკლები შეფერხებები, როდესაც გუნდში ყველას შეუძლია წვდომა იმაში, რაც მათ სჭირდებათ სამუშაოს დასასრულებლად. ეს თითოეულ ადამიანს ავტონომიის განცდას უქმნის.

გამოიყენეთ კალენდარი

დაგეგმვის ხელსაწყოებით სარგებლობამ შეიძლება თქვენი გუნდის სინქრონიზაციას შეუწყოს ხელი, მაგალითად რამდენიმე კამპანიის ერთდროულად ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგულ ან სარეკლამო განრიგის შედგენას შრომა სჭირდება, ის აუცილებლად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს და დაზოგავს დროს გრძელვადიან პერსპექტივაში. წინასწარ დაგეგმვა ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ ბევრი დრო, შეცვალოთ თქვენი გზავნილი და შეუცვალოთ თანმიმდევრობა, საჭიროებისამებრ.

გადაახალისეთ კონტენტი

კონტენტის ხელახლა გამოყენება დაგეხმარებათ მისწვდეთ ახალ აუდიტორიას და გააძლიეროთ თქვენი გზავნილი მათ მიმართ. ახალ დიზაინს ან გადალაგებას შეუძლია ადვილად გადაახალისოს კონტენტი, იყოს დროული და შეიძლება დიდი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს აუდიტორიისთვის, რომელსაც ის ჯერ არ უნახავს. არსებული აქტივების გადამუშავება ასევე შანსია, რომ უფრო კონკრეტული გახდეს თქვენი ბრენდის გზავნილები.

 

წყარო: mailchimp

კომპანიები, სადაც 2023 წელს საუკეთესო სამუშაო გარემოა შექმნილი

“AI Marketing: The Future of Customer Engagement” — წიგნი, რომელიც AI-მ დაწერა, BTU-მ კი გამოსცა