გლობალურ სტრიტ არტის პარკში მდებარე ოლდ სტრიტის ოფისში არსებული გალერეა მოიცავს 100,000 გამორჩეულ ნივთს. ძნელი გასარჩევია, ეს სივრცე მუზეუმია თუ ხელოვნების ერთი დიდი ინსტალაცია. შესაძლოა, ეს ადგილი არ არის ფართოდ ცნობადი. ხოლო, მასში არსებული ნივთების უმრავლესობა ბრენდის წარმოსადგენად შეიქმნა. ცალკე თემაა ამ ნივთების პოპულარობა და ცნობადობა.
როდესაც ბრენდები ცდილობენ გახდნენ კულტურის ნაწილი, მათ უნდა მოიპოვონ გავლენა. ეს ნიშნავს, რომ აწარმოონ ნივთები, რომლებსაც ბევრ ადამიანს მიაწვდენენ. თუმცა, ბევრი ასეთი ნივთი – შეფუთვით დაწყებული და ეტიკეტითა დამთავრებული – თავისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმავალი აღმოჩნდა და ადამიანებს არ უღირდათ მათი შენახვა. ამის გამო, დღეს ისინი ხშირად უფრო იშვიათად გვხვდება.
ამასთან, თუ ნივთებს არ აწარმოებდნენ ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც დღეს, მაშინ ისინი ნაკლებად აღმოჩნდებოდა ზემოხსენებულ გალერეაში და ნებისმიერ სხვა მუზეუმში.
და მაინც, როგორ იმკვიდრებენ თავს ბრენდები კულტურაში? ისინი ამას ან ბევრჯერ აკეთებენ, ან ძალიან კარგად, ზოგჯერ – ორივე. შემოქმედებითობა ძალიან ძლიერი იარაღია, თუ მას კარგად გამოიყენებ. აი, მასკოტების მაგალითი განვიხილოთ.
პატარა ჯადოქრები
მასკოტი – ეს ტერმინი „მასკოსის“ მოკლე ფორმაა, რაც ფრანგულ ენაზე ჯადოქარს ნიშნავს. მასკოტის, ანუ „პატარა ჯადოქრის” იდეა პირველად საბედისწერო ნივთს გულისხმობდა. მალე, გავრცელდა სპორტული გუნდების და კომპანიების შემთხვევაშიც. ყველაზე ხანგრძლივად არსებული მასკოტი დღესდღეობით არის “Larry”, Quaker Oats-ის პერსონაჟია, რომელიც პირველად 1880-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა.
დღეს, რას წარმოადგენენ მასკოტები? ისინი არიან ამოცნობადი სიმბოლო და ბრენდის წარდგენის მარტივი ხერხი. წარმოიდგინეთ, მასკოტები ბრენდების სახეა, ხოლო თვით ბრენდები – კომპანიების და მათ მიერ გაყიდული პროდუქციის სახე.
გადარჩება ის, რაც სასარგებლოა
გალერეის კოლექციებიდან ერთ-ერთი არის პლასტმასის იაპონური მასკოტები, რომლებიც წელს დაემატა. ისინი იაპონიის სათამაშო მაღაზიებში იპოვეს და გულდასმით შეარჩიეს.
დღეს, ბრენდები კულტურაში უფრო ნაკლებად ჩნდებიან ფიზიკური ობიექტების საშუალებით, ვიდრე ოდესმე. აი, მაგალითად, იაპონური მასკოტები, რომლებიც მეტწილად 30-50 წლის არიან, ხანდახან მხოლოდ საბავშვო ფიგურებს წარმოადგენდნენ. მათი ფუნქცია სიმბოლური იყო, სუვენირული, თუმცა ზოგიერთს ყულაბის დანიშნულებაც ჰქონდა.
თუ გსურთ, გადაურჩეთ დროის ცვლილებას და შეინარჩუნოთ სიმბოლური დატვირთვა, იყავით სასარგებლო. ეს აზრი ჭეშმარიტი მაშინაც, როდესაც მასკოტები კულტურაში ჩნდებოდნენ ყულაბების სახით და ასევე უნდა იყოს დღესაც, თუმცა ხშირად ასე არ არის. სარგებლიანობის გარდა, ფიზიკურ მასკოტებს ხშირად ინახავდნენ, რადგან ისინი ემოციებს აღძრავდნენ. მათ გადაყრა ძალისხმევას მოითხოვდა, თანაც, რატომ უნდა გადაეყარათ, თუ შენახვად ღირდა?
წყარო: The Drum