ახალი ბრენდისთვის სახელის დარქმევა რთული ამოცანაა და იდეალური შესაფერისი ვარიანტის ძიებისას, საკმაოდ მარტივად შეიძლება აღმოჩნდეთ ჩიხში. არანაკლებია არასწორი სახელდებისა და უსარგებლო რჩევის მიღების რისკიც. როდესაც სახელდებაზე ფიქრობთ, გაიხსენეთ კითხვა ბავშვობიდან: „ვინ გინდა გამოხვიდე, დიდი რომ გაიზრდები?“.
ამ კითხვის დასმა ვრცელ სურათს დაგანახებთ. დაფიქრდით, როგორია თქვენი ბიზნეს-მიზნები? ვისი მოზიდვა გსურთ, კლიენტის სახით? რომელი ბრენდები შთაგაგონებენ? როგორ გინდათ თქვენი ბრენდის პოზიციონირება? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მაღაზიის ვიტრინა და ვებგვერდი? ყოველივე ამაზე ფიქრი ფართო ხედვას მოითხოვს და საკმაოდ რთულია ამდენ დეტალში ჩაღრმავება.
10,000 ნაბიჯით უკან
მაშინაც კი, თუკი საქმეს კარგად ფლობთ, იცით ყოველი დეტალი, მნიშვნელოვანია თქვენს ბიზნეს-იდეას 10,000 ნაბიჯით დაშორდეთ და დისტანციიდან შეხედოთ. ეს აბსტრაქტული ხელოვნებასავითაა, რაც შთაგონებისა და შეგრძნებებისგან შედგება. როგორც ხელოვნებაში, აქაც, ბრენდთან დიალოგი შეგრძნებებითა და დიდი იდეებით იწყება.
სახელის სტილი
როდესაც შეგრძნებამდე მივდივართ, სახელების ტიპებზე ვიწყებთ ფიქრს. ზოგი ცნობილ სიტყვასთან ასოცირდება ან გადაწყვეტილებაზეს ორიენტირებული, შეიძლება იყოს თანამედროვე, სახალისო, ემოციური და სხვა. ბიზნეს-სახელების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიებს მიეკუთვნება.
ემოციური სახელი აუდიტორიის გრძნობებს უკავშირდება, მაგალითად, The Honest Company, გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულია QuickPay, PayPal…
კვლავ მიუახლოვდით და დააკვირდით დეტალებს
დეტალები კვლავაც „დიდ იდეასთანაა“ კავშირში – ეს ის მომენტებია, რომლებიც 10,000 ნაბიჯის მანძილიდან არ ჩანდა. ეს ნიუანსებია, სიტყვები, იდეები, კონცეფციები, რაც ბრენდს უკავშირდება და მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, Apple ყოველთვის წინა პლანზე აყენებს ადამიანურ გამოცდილებასა და ფუნქციურობას.
ამრიგად, სახელდებაში უნდა გამოიხატებოდეს ის, რაც ბრენდისთვის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა და რისი გადმოცემაც პირველ რიგში გსურთ მომხმარებლებისთვის.
როგორ მივიდეთ სახელდებამდე?
როგორ აბსტრაქტულ კონცეფციას უნდა მიყვეს თქვენი ბრენდი? როგორი სტილის სახელი მოუხდებოდა? როგორია ბრენდის ე.წ. საშენი მასალა? თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ დაიქირავოთ ბიზნეს-კონსულტანტები, სპეციალისტები, ჩაატაროთ გამოკითხვები სამიზნე აუდიტორიაში – ესეც გამოსავალია.
თუმცა, რეალისტურად თუ შევხედავთ, ანტრეპრენერთა და ლიდერთა უმეტესობას ამ ყველაფერზე წვდომა არ აქვთ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ბრენდის გადაწყვეტილებები ბიზნეს-გეგმის გაფართოებად განიხილოთ.
ამ რესურსებს მიმართეთ:
მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება ინდუსტრიაში. საუბრები, რაც რეალურ პოტენციურ მომხმარებლებთან გაქვთ. სანდო მენტორი, რომელსაც მსგავსი პროცესი უკვე გაუვლია.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ სახელდება არაა სწრაფი და მარტივი პროცესი. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა ჩაინიშნოთ, მოიწვიოთ გუნდის წევრები, პარტნიორები და მათთან ერთად განიხილოთ. სახელდების 30,000 პროექტის შემდეგაც კი მნიშვნელოვანია ისწავლოთ. ეს პროცესი ყოველ ჯერზე უნიკალურია, ისევე, როგორც თითოეული ახალი ბრენდი.
წყარო: inc.