in

როგორ განსაზღვროთ თქვენი ბრენდის ინდივიდუალობა?

თავმდაბალი, მხიარული, სერიოზული, მომხიბვლელი, პროვოკაციული – ამ სიტყვებით, ჩვეულებრივ, პიროვნების პიროვნულ თვისებებს აღვწერთ ხოლმე, მაგრამ ასევე შეიძლება ადვილად გამოვიყენოთ ბრენდის პერსონალიის განსაზღვრაზე.

ჩვენი პიროვნება განსაზღვრავს, მოვხიბლავთ თუ გავაღიზიანებთ ადამიანებს, შთავაგონებთ თუ არა. ბრენდისა და პიროვნების ინდივიდუალობა არაფრით განსხვავდება. ძლიერი, კარგად გამოხატული პიროვნება გაპიროვნებაში ეხმარება ბრენდს, რაც მას მკაფიოდ განსხვავებულს და ახლობლურს ხდის, დღევანდელ მრავალფეროვან ბაზარზე.

რა არის ბრენდის პიროვნება?

მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდის პიროვნება არის ბრენდის პერსონიფიცირება; მისი ემოციური, ფსიქოლოგიური და ქცევითი შაბლონების ჯამი, რომელიც უნიკალური რჩება მისი სიცოცხლის მანძილზე. ეს არის ადამიანური მახასიათებლები და თვისებები, რომლებთანაც მომხმარებლები საერთოს პოულობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის პიროვნება?

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ბრენდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, აუდიტორიასთან ავთენტური რეზონანსის მოსაპოვებლად. ამიტომ, ბრენდის ადვილად გამორჩეული და მიმზიდველი პიროვნების ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრენდის დნმ-ის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ბრენდისთვის სპეციფიკური თვისებების მინიჭება მას უფრო ადამიანურად აქცევს. მომხმარებლები შეშფოთებულნი იქნებიან მისი ქცევით და ღირებულებებით. ისინი იგრძნობენ, რომ ერთ ადამიანთან საუბრობენ, რაც გამოიწვევს ბრენდისადმი მიჯაჭვულობას.

აკერის მოდელი: ბრენდის პიროვნების განზომილებები

სტენფორდის მარკეტინგისა და ბრენდის ექსპერტმა ჯენიფერ ლ. აკერმა ბრენდის პიროვნების განზომილებები შეიმუშავა. ეს განზომილებებია:

გულწრფელობა: პიროვნების ეს ტიპი მიდრეკილია იყოს ეთიკური და სანდო, მაგალითად, Patagonia.

აღფრთოვანება: ასეთი ბრენდები ხშირად გაბედული, კრეატიული და შთაგონებულები არიან, როგორიცაა Red Bull ან Tesla.

კომპეტენცია: ბრენდები, რომლებიც ამ ტიპს მიეკუთვნებიან, ინტელექტუალობითა და საიმედოობით გამოირჩევიან. მაგალითად, Volvo ან Microsoft.

დახვეწილობა: Chanel ან Apple – მაღალი კლასის, გლამურული და მომხიბვლელი ტიპის ბრენდი.

გამძლეობა: უხეში ბრენდები, როგორიცაა Harley-Davidson და Land Rover, როგორც წესი, ბუნებასთანაა დაკავშირებული და მკაცრია.

ბრენდის პიროვნული მახასიათებლები უფრო მეტად განსაზღვრავს თითოეულ განზომილებას. ეს არის თვისებების ნაზავი, რომელიც განასხვავებს და განსაზღვრავს ბრენდს.

როგორ რეალიზდება ბრენდის პიროვნება?

ბრენდის ადგილი მსოფლიოში, ისევე როგორც ადამიანის ადგილი, დიდწილად მისი პიროვნებითაა ნაკარნახევი. ბრენდის პიროვნება ძირითადად ცოცხლდება მისი ვიზუალური და სენსორული იდენტობის, კომუნიკაციის სტილისა და ხმის ტონის და მოქმედების მიხედვით.

Nike: ბრენდის ხასიათი: აღფრთოვანება. ის ასახავს ენთუზიაზმს და ამაზე მისი მარტივი ლოგო და სლოგანი Just Do It საუბრობს. ეს ბრენდი მსგავსი აზროვნების მომხმარებლებს ეძებს, რომლებიც გაბედულებით ეკიდებიან ცხოვრებას.

Apple. ბრენდის მახასიათებელი – დახვეწილობა. მისი პროდუქტის დახვეწილი დიზაინით დაწყებული, მისი პრემიუმ ფასით დამთავრებული, ბრენდის წარმოჩენით და მომხმარებლების მიერ აღქმული გზით, Apple-მა მომხმარებლებში ძლიერი ლოიალობა მოიპოვა.

როგორ ჩამოვაყალიბოთ ბრენდისგან პიროვნება?

პიროვნების შექმნა არსებითი ნაბიჯია ბრენდის განვითარების პროცესში და უნდა განიხილებოდეს სტრატეგიულ დონეზე ძირითად ელემენტებთან ერთად, როგორიცაა მისიის განცხადება, მიზანი და ა.შ. როგორ უნდა დაიწყოთ?

თქვენი ბრენდის პიროვნება უნდა ასახავდეს თქვენს აუდიტორიას ან მომხმარებელთა პიროვნებას და მოტივაციას.

იმისათვის, რომ თქვენი ბრენდის პიროვნების განსაზღვრა დაიწყოთ, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

ბრენდი რომ ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა?

როგორ იფიქრებდა, გრძნობდა და მოიქცეოდა?

რა იქნება მისი ძირითადი პიროვნული თვისებები?

ბრენდის პიროვნების რომელ განზომილებაში მოხვდება ბრენდი? რა ტიპის ურთიერთობა/ურთიერთქმედება ექნება მას სხვადასხვა აუდიტორიასთან? თუ მომხმარებელი დაიწყებს ურთიერთობას ბრენდთან, როგორი იქნება ეს ბრენდი (მაგ.: კარგი მეგობარი, მისაბაძი მაგალითი, ექსპერტი მრჩეველი, მასწავლებელი, და-ძმა/მშობელი)?

გახსოვდეთ, თქვენი ბრენდის პიროვნება უნდა იყოს დაკავშირებული ბიზნესის მიზნებთან და უფრო ფართო ბრენდის სტრატეგიასთან. აზრი არ აქვს პიროვნების მახასიათებლის ისე, უბრალოდ, ქონას. ამის ნაცვლად, შექმენით ავთენტური და ბუნებრივი კავშირები თქვენს საუბარსა და საქმის კეთებას შორის.

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დააკავშირებთ თქვენი ბრენდის პიროვნებას მის საერთო იდენტობას, მოქმედებებს, ხმის ტონს და კომუნიკაციის სტილს. ეს არის გზები, რომლითაც თქვენი ბრენდი გაცოცხლდება, ამიტომ მნიშვნელოვანია წარმოიდგინოთ და შექმნათ მაგალითები, თუ როგორ იქნება გამოხატული ბრენდის პიროვნება – იზრუნეთ ვებსაიტის შექმნზე, გააკეთეთ სავიზიტო ბარათები, სოციალური მედიის პოსტები, ღონისძიებები და ელექტრონული ფოსტის შაბლონები და სხვა.

 

წყარო: thebrandingjournal

მოთმინება დასრულდა! – KFC-ის კამპანია

Chrome-ის 7 ფუნქციით ონლაინ კითხვა მეტად მარტივი გახდება