ბოლო დღეების მანძილზე, სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებოდით ფოტოებს, სადაც მოულოდნელი ყურადღებისგან გაოცებული მომხმარებლები მეგობრებს საჩუქრად მიღებული ტკბილეულისთვის მადლობას უხდიდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გემრიელი პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული მეგობრებს, ერთმანეთის სახელით, სახაბაზო “პური გულიანმა” გაუგზავნა. „პური გულიანის“ გუნდმა თითოეული ადრესატისთვის საგულდაგულოდ შეარჩია მადისაღმძვრელი ტკბილეულის ყუთები და საჩუქრებს გულთბილი ხელნაწერი ბარათები დაურთო თან. ფერადმა ყუთებმა, გემრიელი შიგთავსით, ადრესატამდე მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო განწყობა მიიტანეს: “დღის ბოლოს, ყველა მათგანს ერთდროულად, გულწრფელი შეტყობინების საშუალებით გამოვუტყდით ჩანაფიქრის შესახებ. ვეცადეთ ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანების ტკბილეულით დაკავშირებას, რადგან კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მათთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს უმნიშვნელო, უბრალოდ გულიანი საჩუქარიც კი, ემოციების გამოსახატავად.”
“პური გულიანი” ქართული სახაბაზოა, რომელის ზაარბრიუკენის მოედანზე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. სახაბაზო “ჯი-ემ-თი” ჯგუფის ახალი პროექტია. ბრენდის კონცეფციასა და #უბრალოდგულიან კამპანიაზე – სააგენტო „გასტრონავტმა“ იმუშავა. კამპანიის მთავარი იდეა ბრენდის დასახელებიდან მომდინარეობს – „გულიანი” ის მთავარი ემოციური ელემენტია, რომელსაც ბრენდი ემყარება.