2022 წლის დასრულებამდე თითქმის აღარაფერი დარჩა. წლევანდელი წელი საკმაოდ დატვირთული და აქტიური იყო. მარკეტერების მოლოდინით, 2023-იც მსგავსი იქნება. ბაზარზე თავის დასაფუძნებლად და შემოსავლის გასაზრდელად კომპანიებს სწორი და ტრენდებზე მორგებული სტრატეგიის შემუშავება დასჭირდებათ. ჩვენ შევაგროვეთ ის ძირითადი საჭიროებები, რომლებიც ამ სტრატეგიის ნაწილად აუცილებლად აქციოთ 2023 წელს.
მომხმარებლებთან ურთიერთობა
მომხმარებელთან ურთიერთობა მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემითა და ერთი პოსტის გამოქვეყნებით დიდი ხანია აღარ შემოიფარგლება. აუცილებელია მასთან საუბრის დაწყება და უწყვეტ რეჟიმში კომუნიკაციის დამყარება. მომხმარებელი უნდა გრძნობდეს, რომ ბრენდი მას ესაუბრება და ყურადღებას აქცევს. ყველანაირი სტატისტიკა მოწმობს იმას, რომ მომხმარებლები ასეთი ბრენდის მიმართ ორმაგად ლოიალურები არიან.
დაუთმეთ დრო გადაფასებას
სანამ ახალი წლის სტრატეგიას შეიმუშავებთ, თავიდან უნდა გადააფასოთ ის ყველაფერი, რაც მომხმარებელს აქამდე უკვე შესთავაზეთ. ასევე, ხელახლა უნდა დააჯგუფოთ თქვენი აუდიტორია და გაიგოთ, რა არის მათთვის მთავარი. შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ მათ ახლა სხვა ინტერესები და პრიორიტეტები აქვთ, გაიგებთ, როგორ მოარგოთ თქვენი პროდუქტი მათ ახალ მოთხოვნებს.
ფოკუსირება ღირებულებაზე
ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ მომხმარებლებს სწორად აწვდით ინფორმაციას იმ ღირებულების შესახებ, რაც თქვენს პროდუქტს მოაქვს მათთვის. როდესაც შეიმუშავებთ ახალ სტრატეგიას, იფიქრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელსაც თქვენ გადიხართ, როგორც მყიდველი – თქვენ არ დახარჯავთ ფულს ისეთ რამეებზე, რაშიც არ ხართ დარწმუნებული. ასე იქცევა თქვენი მომხმარებელიც. ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი ღირებულებები მომხმარებლისთვის ნათელია.
ყოველთვის დააყენეთ საზოგადოება პირველ ადგილზე
ყველა ძლიერ სტრატეგიას აქვს საერთო მნიშვნელი აქვს – ეს არის ხალხი! სხვადასხვა წამყვანი სააგენტოს მარკეტერები გვეუბნებიან, რომ თუ შენს ხალხში ინვესტირებას გააკეთებ, შემოსავალი გარანტირებული გექნება. ამიტომაც 2023 წელს მთავარი ღირებულება საზოგადოება იქნება.
მართალია, ეს ზოგადი შეჯამება და რჩევებია, ვფიქრობთ, იმ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე არიან, ძალიან დაეხმარებათ ახალი სტრატეგიის შემუშავებასა და სწორი გეზის აღებაში.