პარტიზანულმა მხატვართა ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს “Brandalism”-ს უწოდებენ პარიზში 600 სარეკლამო პოსტერი გააკრა.
პოსტერების გაკვრის მიზეზი პარიზში გამართული სამიტია, რომელიც ბუნების და კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა. პარტიზანმა მხატვრებმა სამიტის მხარდამჭერების Total, Air France, Dow Chemicals, GDF Suez და Volkswagen-ის პოსტერების საკუთარი ვერსია შექმნეს, რომლებიც ბრენდების შესახებ მწარე სიმართლეს ამბობდნენ.