in

რატომ ვიცით, ვინაა სტივ ჯობსი, მაგრამ არ ვიცნობთ ელიოტ ჰილს?!

რა კავშირშია ბრენდი და მისი CEO ერთმანეთთან

როდესაც სტივ ჯობსი ცოცხალი იყო, მას აშშ-ის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად აღიარებდნენ. მისი მემკვიდრის, ტიმ კუკის მმართველობის მიზანი კი მხოლოდ ისაა, არ გააფუჭოს არაფერი, რაც თავის დროზე Apple-ის ბრენდში ჯობსმა ჩადო. Apple-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი თავად იყოს ბრენდი.

ახლა კი სხვა მაგალითი მოვიყვანოთ – აბა, დაასახელეთ Nike-ის აღმასრულებელი დირექტორი. არ აქვს მნიშვნელობა, სამი წამი იფიქრებთ თუ თხუთმეტი, მაინც არ გაგახსენდებათ, თუ, რა თქმა უნდა, ბრენდების ბიოგრაფიების დიდი გულშემატკივარი არ ხართ და ეს თქვენი ჰობი არ არის. ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ Nike-ს ელიოტ ჰილი მართავს. Nike-ის ბრენდი არის ბიზნესი, რომელიც აგებულია იდეაზე და არა ინდივიდზე.

Amazon-ის ყველაზე მთავარი მოთამაშე წლების განმავლობაში თავად ჯეფ ბეზოსი იყო, თუმცა ახლა Amazon ბრენდია და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი.

ბრენდის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის კონცეფცია მხოლოდ აშშ-ით არ შემოიფარგლება. ინდოეთის ყველაზე ცნობილი კომპანია, Tata, 100 წელზე მეტია ოპერირებს და აქ მომუშავე ყველა თანამშრომელმა იცის, რომ ადამიანისა და ბიზნესის პროგრესი განუყოფელი და ერთიანია.

Revolut-ის მსგავსმა გაცილებით ახალგაზრდა კომპანიამაც კი იცის, რომ ის დამფუძნებლის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის სუპერეგო კი არ არის, არამედ ხედვაა, რომელიც ტრადიციულ საბანკო სისტემას არღვევს და მომხმარებელს ბრენდულ გამოცდილებას სთავაზობს.

მაგალითები შორს წაგვიყვანს, ამიტომ დასკვნის სახით იმას ვიტყვით, რომ თანამედროვე დამფუძნებლებისა და დირექტორების უმეტესობამ იცის, რომ ისინი მარტო არ არიან ამ თამაშში. ბრენდმა უნდა იკითხოს არა ის, თუ რა სურს ჩემს დამფუძნებელს, არამედ ის, თუ რისთვის არსებობს, რა სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის და რა ემოციის გამოწვევა უნდა საზოგადოებაში.

ბრენდი არ არის აბსტრაქტული ხმა. მას ქმნიან თანამშრომლები და ადამიანები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ, ძირითადად, მომხმარებლები. ჯამში, ირგვლივ მილიონობით ადამიანია, ვისაც ორგანიზაცია ეხება, მათი მოსაზრებები, იმედი და სურვილი.

შეიძლება ზოგიერთ აღმასრულებელ დირექტორს ამის წაკითხვა დიდად არ ესიამოვნოს, ბრენდის პერსონა მის პირად პერსონასთან რომ არ არის გაიგივებული. რა თქმა უნდა, მის ხედვასა და ქარიზმას აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა ის არაა ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ბრენდს ქმნის. 

არ ვამბობთ, რომ აღმასრულებელი დირექტორისა და კორპორაციის ბრენდინგი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, თუმცა ისინი სხვადასხვა აუდიტორიაზეა გათვლილი. კორპორაციული ბრენდი უფრო პროდუქტის მომხმარებელზეა ორიენტირებული, ხოლო აღმასრულებლის – ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებზე. 

საერთო ჯამში, ეს ორი, ბრენდიც და მისი აღმასრულებელი დირექტორის ერთმანეთს ავსებენ. გააზრებული მოქმედების შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორიაძლიერებს კომპანიის ღირებულებებს, მისიასა და ინიციატივებს როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიაში. აქედან მიღებული სარგებელი კი, თავისთავად, კომპანიაზეც აისახება. აზროვნების ლიდერობის შესახებ კონტენტის გამოქვეყნებით, გამოსვლებითა და ინდუსტრიაში მონაწილეობით, აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია გააუმჯობესოს თავისი კომპანიის პროფილი და განასხვავოს მისი ბრენდი სხვა კომპანიებისაგან.

შეწყვიტეთ თავდაჯერებულობის შეგრძნების ძიება და ცადეთ ეს 3 ტექნიკა

Coca-Cola-მ სპორტის უხილავ გმირებს L’Équipe-ის 300 უნიკალური ყდა მიუძღვნა!