ბათუმის ბულვარმა ბრენდინგზე კონკურსი 2018 წლის ბოლოს გამოაცხადა. ბრენდის ახალი სიმბოლო ბულვარის საქმიანობისა და პროექტების იდენტური უნდა ყოფილიყო. კონკურსში საკომუნიკაციო სააგენტო “კოლექტივმა” გაიმარჯვა. ლოგოს შთაგონებად ბათუმის ბულვარის კოლონადები იქცა. ავტორის აზრით, ლოგოტიპის ფორმა ქმნის სივრცეს, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება აღბეჭდოს, ჩახატოს საკუთარი წარმოდგენა, შეხედულება, ემოცია თუ ასოციაცია, რომელსაც ბათუმის ბულვარი იწვევს მასში. ბულვარის სლოგანიც ლოგოტიპის შესაბამისად შეიქმნა. სლოგანის შემადგენელი ერთ-ერთი სიტყვა უცვლელია, ხოლო მეორე სიტყვა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ემოციები და ასოციაციები აქვთ ადამიანებს ბათუმის ბულვარის მიმართ. ნახეთ და შეაფასეთ ბათუმის ბულვარის ახალი ვიზუალური იდენტობა.
ბათუმის ბულვარს ახალი ლოგო აქვს
