in

5 ბრენდი „მადისაღმძვრელი ვიზუალით” – ბრენდინგის ნიმუშები

ფოტოზე: Forest Gum

საკვებ-სასმლის ბრენდებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია უკავიათ მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ ამ ინდუსტრიაში ვიზუალს ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გემოს. ასორტიმენტის ზრდასთან ერთად, ბრენდებს სულ უფრო უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ გამოირჩეოდნენ მაღაზიის თაროებზე.

BOG
BOG

ამ სტატიაში გაგაცნობთ 5 ბრენდს, რომლებიც, ორიგინალური ბრენდინგითა და შეფუთვით, თავს ყველას ამახსოვრებენ.

Friidu-ს ნაყინი

Friidu ვეგანური ნაყინია ფინეთიდან, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო გემოვნურ თვისებებს ატარებს. ის გამორჩეულია ძლიერი და თამამი ვიზუალური იდენტობის წყალობით. ბრენდინგი დაფუძნებულია დამოუკიდებლობისა და მხიარულების კონცეფციაზე, დიზაინის მთავარი ელემენტი კი ტერაკოტის ფერია, რომელიც ტრადიციული თიხის ქოთნებით არის შთაგონებული. ეს აძლიერებს ამ პროდუქტის მცენარეულ ბუნებას. 

ნაყინი იყიდება 7 სხვადასხვა გემოთი, შესაბამისად, შვიდივეს შესაბამისი შეფუთვა აქვს, რომლებიც საერთო ჯამში ერთიან იერსახეს ქმნის.

Twinings-ის ცივი, გაზიანი ჩაი

ცივ ჩაის ისევე ბევრი მოყვარული ჰყავს, როგორც ცხელს. ეს კარგად იცის 300-წლიანმა ბრიტანულმა ბრენდმა Twinings, რომელმაც ცქრიალა ცივი ჩაი გამოუშვა. ახალი შეფუთვისთვის მათ Magpie Studio-ს მიმართეს და მიზნად დაისახეს Twinings-ის დიდი ხნის მემკვიდრეობის დაბალანსება ახალი, თანამედროვე ესთეტიკით, რომელიც მოეწონება ახალი თაობის ჩაის მომხმარებელს. 

დიზაინს აქვს ცოცხალი, თამამი ფერები, როგორიცაა ციტრუსოვანი ყვითელი და მწვანე. სუფთა, sans-serif ტიპოგრაფია მიანიშნებს როგორც სიჯანსაღეზე, ასევე განახლებაზე, ხოლო ქილებზე გამოსახული ბუშტების დახვეწილი მოტივები მიუთითებს ჩაის ცქრიალა, შუშხუნა ბუნებაზე.

Forest Gum

ეს არის ვეგანური და მცენარეული საღეჭი რეზინის გერმანული ბრენდი, რომელიც ხელოვნური პლასტმასის ნაცვლად ხის წვენს იყენებს. ბრენდის ვიზუალური იდენტობის მიღმა 2019 წლიდან დგას ჯენს ნილსონი, რომელმაც შექმნა ერთიანი და შეკრული დიზაინის ენა. მისი მიზანია, ბრენდი პირდაპირ ილუსტრაციით ესაუბროს მომხმარებლებს.

ფერთა პალიტრაში დომინირებს ბუნებრივი, მიწიერი ტონები, რომლებიც ასახავს პროდუქტის მცენარეულ წარმოშობას. მწვანე, ყავისფერი და რბილი თეთრი გამოხატავს ბუნებრივ სამყაროს. ამავდროულად, შეფუთვა ხაზს უსვამს სიმარტივესა და მდგრადობას, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას, რომლებიც შეესაბამება ბრენდის მისიას ნარჩენების შემცირების კუთხით.

Havana Club

Havana Club-ს წარდგენა არ სჭირდება: ეს არის მსოფლიოში წამყვანი რომის ბრენდი, რომელიც ცოტა ხნის წინ თამამი რედიზაინით წარდგა. ეს განახლება „კუბის სულს” გამოხატავს, რომელიც აერთიანებს მდიდარ კულტურულ ენერგიას. დახვეწილი გრაფიკული ელემენტები, როგორიცაა პალმის ფოთლები და მრავალშრიანი ფერები, ბრენდის დინამიკურ პერსონალობაზე მიუთითებს და ინსპირაციას კოქტეილების მომზადებისთვისაც გვანიჭებს. 

Wholy Greens

Wholy Greens არის ნიდერლანდებში დაფუძნებული საკვების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ცდილობს, შეცვალოს ხალხის წარმოდგენა ბოსტნეულის ჭამაზე და ბოსტნეულის ჭამის სიყვარული გვასწავლოს. როგორც ბრენდი, ის ხასიათდება ბუნებისა და ადამიანის ერთმანეთთან დამაკავშირებლად. 

Wholy Veggi-ს მხიარული ოჯახი და მიმზიდველი ილუსტრაციული პერსონაჟების ნაკრები აცოცხლებს ბრენდს, რაც ბოსტნეულის ჭამის იდეას უფრო სახალისოსა და ხელმისაწვდომს ხდის. თამამი ფერები, დინამიკური ტიპოგრაფია და ცოცხალი გამოსახულებები ქმნიან ახალგაზრდულ, ინოვაციურ სულისკვეთებას, რომელიც გამოარჩევს Wholy Greens-ს ტრადიციულ, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ბრენდებისგან. მისი მთავარი მესიჯია – ჯანსაღად კვება შეიძლება იყოს სასიამოვნო და სახალისო!

დედის ჭარბი წონა ბავშვებში აუტიზმის რისკს აორმაგებს! — კვლევა

„დედა და ილია“ – SMH Sports-ის მხარდაჭერით, UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება