5
Sep
2019

„ბილაინის“ ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის გამარჯვებული გახდა

5 Sep 2019

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, 2019 წლის “Brandon Hall Excellence Awards“-ის ჯილდო მიიღო. კომპანიას პრიზი, კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge-ის პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის გადაეცა.

„Brandon Hall Excellence Awards – ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით. „ონლაინ“ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით, ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) თანამშრომლები გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. მათთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და  LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, „ბილაინი“, ყოველდღიურ საქმიანობაში, აქტიურად იყენებს თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს. მათ შორისაა Lever.co – თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo – ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე, 2018 წლის ივლისში, „ბილაინმა“, ოფიციალურად, დანერგა Facebook Workplace.

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „ბილაინში“ არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად, მსოფლიოში აღიარებულ „ონლაინ“ პლატფორმა Medallia-ს იყენებენ.

„მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი Medallia „ბილაინმა“ 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით, რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში, გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც, ვგულისხმობთ, ვებგვერდსა და აპლიკაციას“.

[R]

განხილვა