21
Jun
2019

„რას იტყოდი, შენი სკამის 20% ოკუპირებული რომ იყოს?“ – ბრენდები ოკუპაციაზე

21 Jun 2019

წარმოიდგინეთ, ჭრილობიანი ადგილები რომ გქონდეთ მთელს სხეულზე… ვიღაც მოვიდეს და ძლიერად ჩამოგისვათ ხელი ისე, რომ შეჰკივლოთ, ისე, რომ გული შეგეკუმშოთ… და ვერ ამოისუნთქოთ… ვიღაც რა, მან, კარგად ნაცნობმა, ვინც არაერთხელ გაგიმეტა ძალიან დიდი ტკივილისთვის. ასე იყო გუშინაც, 20 ივნისს.

არსებობს კონკრეტული დღეები: 9 აპრილი, 26 მაისი, 7 აგვისტო, 27 სექტემბერი… და უკვე 20 ივნისიც… როცა ყველაზე მეტად გვტკივა ის, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და რომ საქართველოს 20% სწორედ მის მიერაა ოკუპირებული. გუშინ, 2019 წლის 20 ივნისს კი, ოცდაათიწლისწინანდელი, მოუშუშებელი, გახსნილი, ჩირქიანი ჭრილობები გაგვიახლდა. მიზეზი კი რუსი დეპუტატი გახდა – სერგეი გავრილოვი, რომელიც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამეტში შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. რასაც ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან პროტესტი, სახელმწიფოსგან კი – არაბუნებრივი რეაგირება მოჰყვა. პროტესტს 240-მდე დაშავებული და ამდენივეჯერ მეტად გამწარებული ადამიანები დარჩა.

თავის მხრივ, ბრენდებმაც გამოხატეს დამოკიდებულება და გთავაზობთ ვიზუალურ მასალას, რომლითაც თავიანთი სათქმელი თქვეს:

Mymarket: რას იტყოდი, შენი სკამის 20% ოკუპირებული რომ იყოს?

myauto: რას იტყოდი შენი მანქანის 20% ოკუპირებული რომ იყოს?

 
Georgian Football Federation: 🇬🇪 ქვეყნის 20% ოკუპირებულია! (საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა მატჩებზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერები და გზავნილები).
ლეწე: გავრილოვიან ტელევიზორებსაც დაგალეწინებთ, ოღონდ ხვალიდან! 💥🤛
TKT.GE
გრინვეი
აჭარაბეთი
პალიტრა L
საქართველოს ბანკი
ქვიქტესტი
გულავი
CARU
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
სეუ
რინგო
ოპპა

განხილვა