in

როგორ ცვლის ბრენდისადმი დამოკიდებულებას სწორი CSR? – შვედური კომპანიის მაგალითი

Tetra Pak-მა საკუთარი CSR მიმართულება მომხმარებლებს თამაშის საშუალებით გააცნო

2021 წელს, უკვე აღარ ვსაუბრობთ, უნდა აძლიერებდნენ თუ არა ბრენდები კარგ იდეებს. ახლა აქტუალურია კითხვა, კონკრეტულად, რა მიმართულებებს უნდა უჭერდნენ მხარს? როგორ განსაზღვრავს ბრენდი საკუთარ პოზიციას, თუ რა პრობლემის გადაჭრით იქნება დაკავებული?

პირველ რიგში, მოდით გავერკვეთ, რატომ უნდა იღებდნენ ბრენდები ამგვარ პასუხისმგებლობას. რატომ უნდა შეიტანონ კონტრიბუცია სოციუმში, აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ეს მომხმარებლისთვისაა მნიშვნელოვანი.

თანამედროვე მომხმარებელი ყურადღებას აქცევს ბრენდის ქმედებებს, გაყიდვების მიღმა. მათ სურთ მოიხმარონ ისეთი კომპანიების პროდუქტი, რომლებიც კარგ საქმეს ემსახურებიან.

ამდენად, თუკი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია CSR, ეს ბრენდს კარნახობს, თუ რა კუთხითიმუშაოს. კომპანიას სჭირდება გულწრფელი და ღირებული კონტრიბუცია მომხმარებლების ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.

საინტერესოა შვედურ-შვეიცარიული კომპანია Tetra Pak-ის შემთხვევა. კომპანიამ გადაწყვიტა ღიად განეცხადებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. Appetite Creative-თან თანამშრომლობით, მან შექმნა ეკო-თემატიკის მობილური ვიქტორინა, რომელიც უტილიზაციის შესახებ მომხმარებლის ცოდნას შეამოწმებდა და ამავდროულად, TeTra Pak-ის გარემოსდაცვით მიმართულებას გააცნობდა.

სახალისო კითხვარი ორი ეტაპისგან შედგებოდა – მარტივი, შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის იყო განკუთვნილი, რთული – უფროსებისთვის. ყოველი რაუნდი ხუთი კითხვისგან შედგებოდა, რომლის დახმარებითაც მოთამაშეები, ყოველი სწორი პასუხის საშუალებით, ტყეში სულ უფრო მეტ ხეს “ზრდიდნენ”.

საკუთარი მიმართულების ამგვარად გაცნობამ შედეგი გამოიღო. Tetra Pak-მა მომხმარებლისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. თამაშის საშუალო ხანგრძლივობა 2 წუთსა და 49 წამს შეადგენდა, მონაწილეებმა, სულ, 19 000 შეკითხვას უპასუხეს.

ამ ჩართულობის გარდა, თამაშს კიდევ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა – კომპანიამ ტყეში ნამდვილად დარგო 750 ხე.

თუმცა, ბრენდები თავიანთი მიმართულებების შესახებ მხოლოდ კომუნიკაციებით ვერ შემოიფარგლებიან. მათ სჭირდებათ თავიანთი ფილოსოფიის კომპანიის კულტურაში მტკიცედ დანერგვა.

CSR-ის მიმართულებით მთლიანი კომპანიის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამაზე დგას კომპანიისადმი ნდობის ჩამოყალიბება და მისი რეპუტაცია.

კარგ ბრენდს საკუთარი იდენტობისა და ძირეული CSR ღირებულებების სწორი წარდგენა სჭირდება. მდგრადი CSR სტრატეგიისათვის, ფუნდამენტურია, რომ ის მომხმარებლებს, ინვესტორებსა და აქციონერებს სწორად გააცნოთ.

მაინც, რა უნდა გააკეთონ ბრენდებმა? ყველა კომპანიას არ აქვს რესურსი ჩაერთოს სოციალურ ან გარემოსდაცვით თემებში. ბრენდებმა თავიანთი პრაქტიკა თანამშრომლების, კომუნისა და მომხმარებლების მხარდაჭერისკენ უნდა მიმართონ. ამის შესახებ Facebook-ზე დაპოსტვა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია თანასწორობის რეალურად მიღწევა თქვენს გუნდთან და სამუშაო გარემოსთან.

 

წყარო: The Drum

ორბელიანის მოედანზე სალომე მაჩაიძის, უტა ბექაიას და თამუნა ქარუმიძის ინსტალიაციებს შეხვდებით

Apple Watch-ს სისხლში შაქრის დონის გასაზომი სენსორი ემატება