კომპანიები სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ სოციალურ მედიას, საკომუნიკაციო სტრატეგიისთვის. Instagram ემსახურება ბრენდებს, რომლებსაც თავიანთი პროდუქტების, მომსახურების ან თავად კომპანიის შესახებ უნდათ ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისთვის. Instagram Stories ერთ-ერთი გზაა, რომ სამიზნე აუდიტორიასთან ნდობა ჩამოაყალიბოთ. მაინც, როგორ შეგიძლიათ ინსტაგრამის სთორების გამოყენება კომპანიის მიზნებისთვის? თუკი თქვენ შემთხვევაში, დებთ ფოტოებს შვებულებიდან, სამუშაოდან, კაფედან დან ყოველდღიური სიტუაციებიდან, ბრენდებს შეუძლიათ გამოიყენონ მათ ინდუსტრიასთან დაკავშირებული თემიატური ფოტო ან ვიდეო კონტენტი. ეს იქნება გასართობი კონტენტი, რომელიც ინსტაგრამზე ცნობადობის მოპოვებისას დაგეხმარებათ.
LEGO
მიუხედავად იმისა, რომ LEGO-ს რეკლამები და ბრენდირებული კონტენტი ბავშვებზე უფროა გათვლილი, მისი Instagram კომუნიკაცია გამიზნულია უფროს აუდიტორიაზე, რომელიც პროდუქტს შეიძენს. ეს აუდიტორია შეიძლება მოიცავდეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უყვართ თავსატეხების ამოხსნა, ან მშობლებს, რომლებსაც შეუძლიათ იყიდონ კომპლექტები შვილებისთვის.
LEGO-ს სთორებში ნახავთ ინტერაქტიულ გამოკითხვებსა და ვიქტორინებს. ჰარლი დევიდსონისადმი მიძღვნილ სთორითი, ბრენდმა აჩვენა მოტოციკლის LEGO ასლი და ჩაატარა ვიქტორინა, რომელშიც აუდიტორიას ეკითხებოდა: „რამდენი LEGO ელემენტია ამ რეალური ზომის ჰარლიში?“ ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბრენდს გამოიყენოს სწორი ვიქტორინა ადამიანების დაინტერესებისთვის.
LEGO-ს Instagram არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბრენდს, რომელიც ყიდის პროდუქტს ერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის, შეცვალოს თავისი კონტენტი სოციალური პლატფორმებისთვის და ეკონტაქტოს განსხვავებული ასაკის თაობას.
NASA
NASA იყენებს მშვენიერ კოსმოსისა და იმ მოწინავე მოწყობილობების სურათებს, რომლებითაც ორგანიზაცია მუშაობს და სტორების საშუალებით, მეცნიერების მოყვარულებს საინტერესო კოსმოსურ აღმოჩენებს უზიარებს. ყოველდღიურად შეგიძლიათ ნახოთ ამბავი რომელიმე პლანეტის შესახებ, კოსმოსურ მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოკითხვები ან სახალისო ფაქტები.
NASA-ს სტილი უბრალო და ამავდროულად, ადვილად გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის კონტენტი მოიცავს კომპლექსურ თემებს, როგორიცაა სივრცე, მეცნიერება და ტექნოლოგია, მისი სთორები შესანიშნავად ხსნის, რა არის საინტერესო და ახალი, თან ისე, რომ მეცნიერებაში ნაკლებად გარკვეული ადამიანებისთვისაც მარტივად აღქმადი იყოს.
MIT Technology Review
MIT Technology Review-ის ინსტაგრამ კონტენტი მხოლოდ აკადემიკოსებისა და მეცნიერებისთვის სულაც არ არის. გამოცემა შესანიშნავად გადმოსცემს სათქმელს, სთორებისა და ამბის თხრობის ფორმით, რასაც ინსტაგრამის აუდიტორია შესანიშნავად იგებს.
გამოცემის Instagram Story-ის ერთ-ერთი სტრატეგია გულისხმობს კონტენტის მოკლედ გადმოცემას. MIT Technology Review-ის გვერდი ვერიფიცირებულია, 1,1 მილიონზე მეტი მიმდევრით. ეს მას საშუალებას აძლევს ისტორიებში swipe up ფუნქცია გამოიყენოს. როდესაც მაყურებელი ხედავს მას, მას შეუძლია ნახოს გვერდი ან სტატია გამომცემლის ვებგვერდიდან.
MIT Technology Review რამდნენიმე სთორიში ანაწილებს სათქმელს და დიდი სტატიის ნაცვლად, სულ მოკლე ფორმით გადმოსცემს დიდი სტატიის მოკლე შინაარსს.
Harvard Business Review
Harvard Business Review ხშირად აქვეყნებს სთორებს მენეჯმენტის, პროფესიონალიზმისა და კარიერული განვითარების შესახებ. MIT Tech Review-ის მსგავსად, ის იყენებს ჩვეულებრივ სასაუბრო ტონს და გრძელი ფორმის ამბავი ისტორიებში მოკლედ გადმოაქვს. ერთი ძირითადი განსხვავება ისაა, რომ HBR ცოტა მეტად ინტერაქციულია.
მიუხედავად იმისა, რომ HBR იყენებს Instagram-ის გამოკითხვას, ვიქტორინასა და Story-ის სხვა ფუნქციებს, ის საკუთარ ინტერაქტივსაც რთავს პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ „ჰარვარდი“ შეიძლება მკაცრთან ასოცირდებოდეს, მისი სთორები ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივი აღსაქმელია. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბრენდს წარმატების მიღწევა ინსტაგრამის ახალგაზრდა აუდიტორიასთან პირდაპირ საუბრით.
National Geographic
Instagram-ის საკუთარი ექაუნთის გარდა, National Geographic არის ყველაზე პოპულარული ბრენდი პლატფორმაზე. სტანდარტული ფოტო პოსტების გარდა, National Geographic არ ერიდება ექსპერიმენტებს კონტენტის ახალი მიმართულებით.
NatGeo-ს სთორები დოკუმენტური ხასიათისაა, ასევე, ის მოიცავს გამოკითხვებს ან ვიქტორინებს. ამრიგად, სხვადასხვა კონტენტის შერწყმით, აუდიტორიის პრეფერენციების შესწავლაა შესაძლებელი.
MIT-ისა და ჰარვარდის მსგავსად, National Geographic-იც ამცირებს ხოლმე გრძელ კონტენტს, რათა მკითხველი წაახალისოს swipe up-ის გამოყენებისკენ და წააკითხოს სტატია ან აჩვენოს ვიდეო.
ექსპერიმენტული კონტენტის გარდა, National Geographic ატარებს პარტნიორის კონტენტთანაც. როდესაც მცირე ბრენდები თანამშრომლობენ სხვა კომპანიებთან კონტენტის შესაქმნელად, წარმოება შეიძლება იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ხოლო კონტენტის გაშვება ორივე ბრენდს დაეხმარება გამომწერების რიცხვის ზრდაში.
YouTube Music
YouTube Music თავის Instagram-ს მომხმარებლების წასახალისებლად იყენებს, რომ სტრიმინგ აპლიკაცია გადმოწერონ. მაღალი ხარისხის ვიზუალის აუდიო ფრაგმენტებთან შერწყმით, გამომწერები გარკვევით ხედავენ, თუ როგორი იქნება აპლიკაციით სარგებლობის გამოცდილება.
მუსიკის მოსმენა, როგორც წესი, მხოლოდ აუდიო აქტივობაა. YouTube Music იყენებს Instagram Stories-ს მუსიკის მოსმენის გამოცდილების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად. ის აზიარებს სიმღერების ფრაგმენტებს, შემსრულებლების მაღალი ხარისხის ფოტოებთან ერთად და ამით აღძრავს ინტერესსს.
Nike
Nike-ის Instagram სთორები შეიცავს ინტერვიუებს ცნობილ სპორტსმენებთან, რომლებიც Nike-ის პროდუქტებს მოიხმარენ. ინტერვიუების დროს, სპორტსმენები თავიანთ კარიერაზე საუბრობენ და არა Nike-ის პროდუქტებზე. სპორტსმენების ისტორიის მოსმენით, ადამიანები უფრო მეტად ენდობიან თავად ბრენდს.
Nike-ის მსგავსად, ინფლუენსერთა ჩართვა საშუალებას გაძლევთ შექმნათ კონტენტი, რომელიც შეესაბამება თქვენს ბრენდს და არ ამახვილებს ყურადღებას მხოლოდ პროდუქტზე.
Airbnb
სთორები სამოგზაურო პლატფორმის ინსტაგრამ სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. კომპანიას აქვს რამდენიმე განსხვავებული სტილის სთორები. ზოგიერთი Airbnb-ის მომხმარებლების მოკლე პროფილებს აწვდის, მას „გამოცდილების“ სახელწოდებით ვიცნობთ, მეორეა – „თავგადასავლები“, რომელიც აერთიანებს კურირებულ და Airbnb-ის მიერ გენერირებულ კონტენტს, რათა აჩვენოს დასვენების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან.
Airbnb ქმნის არაერთ მაღალხარისხიან ვიდეოს და ანიმაციურ კონტენტს თავისი სთორებისთვის. ასევე, არ ერიდება მომხმარებელთა მაღალი რეზოლუციის ვიდეოების გაზიარებასა და მათ მონიშვნას.
Starbucks
Starbucks სთორებს მომხმარებლების შთაბეჭდილებების, ახალი პროდუქტების გაშვებისა და სხვა ინტერაქციისას იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის კონტენტი მისი პროდუქტების გარშემო იქმნება, სთორები მაინც არ ქმნის რეკლამის განწყობას, ვინაიდან მოიცავს სახალისო ფაქტებს და ინტერაქციულ გამოკითხვებსა თუ ვიქტორინებს.
მაგალითად, Starbucks მაყურებლებს სთხოვს, გამოიცნონ რომელი სასმელი ბრუნდება გაყიდვაში. შემდეგ ის აზიარებს საუკეთესო პასუხებს და აქვეყნებს პასუხს. დამატებითი ინტერაქციულობის დასამატებლად, მაყურებელს შეუძლია ხმა მისცეს თუ რა ტიპის პროდუქტს ისურვებდნენ.
ვიქტორინების საშუალებით, ბრენდი ახერხებს მიწვდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ კონკრეტული სასმელი, მაგრამ მაინც სურს გამოცნობაში მონაწილეობა.
ცხადია, Instagram-საც აქვს თავისი ექაუნთი და ხშირად აქვეყნებს ამბებს პლატფორმაზე. ბრენდის მასშტაბურობის მიუხედავად, ის მაინც აქცევს ყურადღებას გამომწერების აზრს, სთორების დადებისას.
Instagram-ის თითქმის ყველა სთორი მოიცავს მომხმარებლების მიერ გაგზავნილ ფოტოებს ან ვიდეოებს. ეს Instagram-ს საშუალებას აძლევს აჩვენოს ყველაზე ლამაზი სურათები და ყველაზე საინტერესო ვიდეოები, რაც პლატფორმაზე აღმოაჩინა. იმის გამო, რომ ისინი ნიშნავენ კონტენტის ავტორებს, ამით ძალიან ეხმარებიან მათ გვერდება პოპულარიზაციაში.
NBA
NBA რეგულარულად აქვეყნებს კულისებს მიღმა ამბებს Instagram-ის სთორებში. ამით გვიზიარებს თამაშის შემდგომ ემოციებს, ინტერვიუებსა და მოედნის მიღმა მოვლენებს.
როდესაც აუდიტორიას აჩვენებთ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის ან ბრენდის უკან დგანან, გამომწერებისგან უფრო მეტ ნდობას იმსახურებთ. NBA-ში ხშირად ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც სერიოზულად გამოიყურებიან. თუმცა, როცა მათ თამაშის გარეთ ხედავ, ხვდები, რომ ისინიც უბრალო ადამიანები არიან.
ეს მიდგომა სხვა სფეროებზეც ვრცელდება. ადამიანებს უყვართ, როცა უბრალო ამებს უზიარებთ, აჩვენებთ, როგორია სპორტდარბაზი, ყოველდღიური ვარჯიში, სირთულეები და სხვა.
წყარო: hubspot