უძრავი ქონების პრემიუმინდუსტრიისთვის ბრენდული რეზიდენციები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მზარდი მიმართულებაა.
საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, მათ ლიმიტირებულ საინვესტიციო პროდუქტთა რიცხვს მიაკუთვნებენ – გლობალური მასშტაბით, ნიშური ბრენდული პროექტების რიცხვი მხოლოდ 740-ს უტოლდება.
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ბრენდულ რეზიდენციებსა და იმ მნიშვნელოვან უპირატესობებზე, რაც მათ საინვესტიციო მიმზიდველობას განაპირობებს.
ბრენდული რეზიდენციების შესახებ
ბრენდული რეზიდენცია უნიკალური უძრავი ქონების ტიპია, რომელიც დეველოპერისა და პრესტიჟული ბრენდის მასშტაბური კოლაბორაციით იქმნება.
მაღალი კლასის სერვისებით, ბრენდის სტანდარტებით შემუშავებული დიზაინითა და კონცეფციით, ბრენდული რეზიდენციების ოპერირებას საერთაშორისო მმართველი კომპანია უზრუნველყოფს.
განსხვავებით სტანდარტული უძრავი ქონების ტიპისგან – რეზიდენციის მესაკუთრე უპარტნიორდება გლობალურად აღიარებულ ბრენდს, განხორციელებული ინვესტიციით კი პრივილეგირებულ წვდომას იღებს მის კავშირებზე, ნეთვორქსა და პრესტიჟზე.
ბრენდული რეზიდენციების საინვესტიციო უპირატესობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრენდული რეზიდენცია გლობალური ბრენდის ნიშურ საინვესტიციო პროდუქტს წარმოადგენს.
- ბრენდული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – ქალაქისა და კურორტის პრესტიჟულ, ტურისტულად, თუ საინვესტიციოდ მიმზიდველ ლოკაციაზე მდებარეობაა.
სტრატეგიული ლოკაციის შერჩევით, ინვესტორებისთვისა თუ დამსვენებლებისთვის უზრუნველყოფილია ავთენტური და საინვესტიციოდ მომგებიანი გარემო.
- გამოცდილი ინვესტორებისთვისა და მაღალკატეგორიული დამსვენებლებისთვის, ბრენდის პრესტიჟსა და ხარისხის აბსოლუტურ პრემიალურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ ბრენდთა სიას მიეკუთვნებიან: Ritz-Carlton, Porsche, Armani, Bulgari, Bugatti.
ექსკლუზიური წვდომით ბრენდულ მომსახურებებსა და პრივილეგიებზე, ინვესტორი ლუქს კატეგორიის უძრავი ქონების – ბრენდული რეზიდენციის მესაკუთრე ხდება.
- უძრავი ქონების ლანდშაფტში ბრენდული რეზიდენცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო პროდუქტია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2012-2022 წლებში, პრესტიჟული ბრენდული რეზიდენციების ინდუსტრია გლობალურად საშუალოდ 160%-ით გაიზარდა.
არაერთ საერთაშორისო კვლევაზე დაყრდნობით, ბრენდული რეზიდენციები დატვირთულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან – რაც შედეგად გაქირავებიდან მიღებულ მაღალ შემოსავალსაც განაპირობებს.
- ბრენდული რეზიდენციების ინვესტორები, მაღალსტატუსურ მომხმარებელთა სექტორს მიეკუთვნებიან, რომელთაც ინვესტიციის დაკავშირება ყველაზე უსაფრთხო, სანდო რეპუტაციის პრესტიჟულ ბრენდებთან სურთ.
მათი დაინტერესება ხშირ შემთხვევაში ბრენდული რეზიდენციების სტაბილურობით, უნიკალური ინფრასტრუქტურით, მაღალი კლასის სერვისებითა და უკუგებით არის განპირობებული.
ფაქტორები, რომლებიც ბრენდულ რეზიდენციებში ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ
ვინაიდან ბრენდული რეზიდენციები გლობალურად ლიმიტირებული საინვესტიციო პროდუქტია, უშუალოდ ინვესტიციის განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურმა მესაკუთრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინონ:
ბაზრის დინამიკა: მოახდინეთ ლოკალური უძრავი ქონების ბაზრის ევალუაცია – რამდენად მოთხოვნადია ლოკაცია, არის თუ არა ადგილობრივი ბაზარი ადაპტირებული ამ ტიპის მაღალსტატუსურ უძრავ ქონებაზე და ა.შ.
ბრენდისა და დეველოპერის სანდოობა: ვინაიდან ბრენდული რეზიდენცია სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისა და ცნობილი ბრენდის საერთო საინვესტიციო პროდუქტია, მნიშვნელოვანია მოიკვლიოთ ინფორმაცია მათ რეპუტაციასა თუ გამოცდილებაზე.

საერთაშორისო ბრენდული რეზიდენციების მიმოხილვა
The Ritz-Carlton Residences – ლოს ანჯელესი, აშშ
The Ritz-Carlton Residences ბრენდული რეზიდენციები მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, მათ შორის, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში მდებარეობს. რეზიდენციების ნიშა დახვეწილი ცხოვრების წესისა და Ritz-Carlton-ის ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილების უნიკალური კომბინაციაა.
აშშ-ის ერთ-ერთ საკულტო ქალაქში მდებარე რეზიდენციების სტუმრები თუ ინვესტორები წვდომას სასტუმროს უმაღლესი სტანდარტის სერვისებსა და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაზე იღებენ.
Ritz-Carlton-ის გლობალურად აღიარებული ბრენდისა და განვითარებულ, გასართობ უბანში საუკეთესო მდებარეობის ნაზავი რეზიდენციების საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ზრდის.

Mandarin Oriental Residences – ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონის ცენტრალურ, ტურისტულად მოძრავ და დატვირთულ უბანში მდებარე Mandarin Oriental Residences ქალაქის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, სასტუმრო ბრენდისთვის სახასიათო სერვისებსა და მაღალი სტანდარტის მომსახურებებს აერთიანებს.
რეზიდენციების ინვესტორებსა და დამსვენებლებს მუდმივი წვდომა აქვთ 24-საათიან კონსიერჟსერვისებზე, სასტუმროს გასტრონომიულ სივრცეებზე, სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრებზე.
Mandarin Oriental Residences-ის ესპანეთის მთავარ ტურისტულ ბუმთაუნში მდებარეობა, დინამიკური უძრავი ქონების ბაზარი და საინვესტიციო შესაძლებლობები ზრდის მოთხოვნას მაღალსტატუსურ ბრენდულ რეზიდენციებზე.
შეჯამება
ბრენდული რეზიდენცია გონივრული ნაბიჯია პორტფელის პრემიალურ უძრავ ქონებაში დივერსიფიცირებისკენ, რომელიც ინვესტორს მაღალი სტანდარტის ცხოვრების სტილის, პრესტიჟისა და საინვესტიციო აქტივის ზრდის უნიკალურ ნაზავს სთავაზობს.
წამყვან ლოკაციებზე მდებარეობა, ბრენდის სტატუსი, კავშირები, პროფესიონალური მენეჯმენტი და სერვისები ბრენდულ რეზიდენციებს ყველაზე მიმზიდველ, ექსკლუზიურ შესაძლებლობად აქცევს კონკურენტუნარიან უძრავი ქონების ბაზარზე.
რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.












