კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა თავისი სპორტსმენების განსხვავებული მხარე წარმოაჩინა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ვერ ამჩნევს. კამპანია Brave is Unbeatable 60-წამიან ვიდეორგოლს მოიცავს, სახელწოდებით What We Don’t See. ამ უკანასკნელში სპორტსმენების ბავშვობისდროინდელ ჩანაწერებთან ერთად, პარიზის ოლიმპიადისთვის მზადების კადრებია ნაჩვენები. თითოეული მათგანი კი შფოთვაზე, დაზიანებებსა და ასაკობრივ მდგომარეობას მიანიშნებს.
„ზედმეტად მივეჩვიეთ ტელევიზორში ადამიანებისგან იმის მოსმენას, თუ რამდენად იდეალურად არიან სპორტსმენები. ყოველთვის მეღიმება, როცა ეს მესმის, რადგან მსოფლიო დონის სპორტსმენებს იმდენი რამის გავლა უწევთ, რათა ჩვენ შევამჩნიოთ…“, — აღნიშნავს მაიკლ ალბრეხტი, The Hive-ის კრეატიული დირექტორი, რომელმაც კამპანიაზე იმუშავა.