რას ნიშნავს სიმამაცე, გამბედაობა? საიდან მოდის ის? მას ვერც იყიდი და ვერც მოიპარავ. უბრალოდ, შინაგანად უნდა იყო ასეთი და საჭირო სიტუაციებში შეგეძლოს გამოვლენა. სტატიაში არ ვაპირებთ იმის განხილვას, თუ როგორ იბადება ადამიანი „თანდაყოლილი ნიჭით“, ან როგორ იძენს მას… არამედ, Banda-ს მიერ შექმნილ კამპანიას წარმოგიდგენთ, რომელიც უკრაინელი ერის თავდადებას ეძღვნება.
„როცა ომი დაიწყო, სამყარომ სამი დღე მოგვცა. მსოფლიოს საშუალება მივეცით, ენახა, რა არის უკრაინული სიმამაცე. უკრაინელები გახდნენ ყველაზე მამაცი ერი მსოფლიოში. ახლა ციტირებენ, გვიყურებენ, შთაგონებას იღებენ და გვამხნევებენ. არა მარტო პოლიტიკოსები და მთავრობები, არამედ უბრალო ხალხიც. დღეს მთელმა კაცობრიობამ იცის
რომ სიმამაცე ნიშნავს, იყო უკრაინელი“.