იმისათვის, რომ ცხელი საზაფხულო რეკლამა გადაიღოთ სულაც არ არის საჭირო ზაფხულის მოსვლას დაელოდოთ. ვიდეო, რომელსაც წარმოგიდგენთ ნიუ-იორკში ზამთრის პერიოდშია გადაღებული და ტელეკომპანია Bravo-ს ეკუთვნის.
ზაფხული, უკაცრიელი კუნძული, ზღვა და სანაპირო ჯადოსნული მწვანე ფონის და მონტაჟის დამსახურებაა. სარეკლამო კამპანია, რომელიც Bravo-ს სააგენტო L.A-მ დაუმზადა 2013 წლის ივლისის დასაწყისში გამოვიდა. მასში ტელეკომპანიის ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორც მათ მოიხსენიებენ Bravolebrities. მუსიკა Will.i.am და Miley Cyrus – “Fall Down”.
რეკლამის მესიჯი კი შემდეგია – “ჯეფ ლუისი არავის არ ადარდებს , სამაგიეროდ ყველას უნდა ნახოს პადმა ლაკშმი სველ საღამოს კაბაში”
http://youtu.be/t1SvMHCW5uI
http://youtu.be/guukJ6wP38M













