in

„ბრავო რექორდსი“ მსოფლიოში უმსხვილესი Record Label-ების წარმომადგენელი გახდა

bravo logo2015 წლიდან „ბრავო რექორდსი“ გახდა მუსიკალურ ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი Record Label-ების Sony Music Entertainment-ის, Warner Music-ისა და Universal Music Group-ის, ასევე მსოფლიოში უდიდესი Publisher-ების Warner/Chappell Music-ისა და Universal Music Publishing Group-ის წარმომადგენელი და უფლებადამცველი საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ „ბრავო რექორდსი“ არის უფლებამოსილი სუბიექტი გასცეს ამ გიგანტი კომპანიების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების რეკლამაში, კინოფილმებში, თამაშებსა და სხვა ნებისმიერ აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის (გამოყენების) უფლება. ჩამოთვლილი კომპანიების რეპერტუარი კი, მთელს მსოფლიოში არსებული მუსიკალური რეპერტუარის დაახლოვებით 90%-ია.

bravo2015 წლის 06 მაისს, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებისთვის „ბრავო რექორდსში“ შედგა სინქრონიზაციის უფლების პრეზენტაცია. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სინქრონიზაციის უფლების დაცვის კუთხით თანამშრომლობასთან დაკავშირებით სარეკლამო კომპანიებთან Windfors Georgia და ABK Advertising. პარალელურად, ხელი მოეწერა ოთხ სალიცენზიო შეთანხმებას, რომლებიც პრეცედენტულ ხასიათს ატარებს. პრეზენტაციას უძღვებოდა „ბრავო რექორდსის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ზურაბ ბეჟაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – მანანა ფრუიძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდდომარის მოადგილე – მირიან კულულაშვილი და საქართველოში მოქმედი სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები.

აღნიშნული მოვლენა, 2015 წლის 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც ემსახურება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, კონკრეტულად კი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას საქართველოში.

Apple Watch-ის პირველი ქართული აპლიკაცია

ბიზნეს – ინტელექტუალური თამაში “ინტელექტ რინგი 2015”