Trusted Partner Network ეს არის Motion Picture Association of America-სა და Content Delivery & Security Association-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კინო, სატელევიზიო და მუსიკალურ ინდუსტრიაში უსაფრთხოების საუკეთესო სტანდარტებს ადგენს და იცავს. TPN მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს კინო სტუდიების სერტიფიცირებას უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
Trusted Partner Network-ის სერტიფიკატის მიღებით ,,ბრავო რექორდსი’’ ადასტურებს, რომ ის საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში წარმოადგენს რექორდს ლეიბლის სტუდიას ტექნიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით, რაც, თავის მხრივ, იმის წინაპირობაა, რომ საქართველო გლობალური კინო ინდუსტრიის სრულფასოვანი მოთამაშე გახდეს.
Trusted Partner Network-ის სერტიფიკატის მოპოვების შედეგად, მსხვილი კინო კომპანიები, როგორიცაა Walt Disney, Universal Pictures, Warner Brothers, Sony Pictures და სხვა, პირდაპირ მიაწვდიან მასალებს ,,ბრავო რექორდს’’-ს, რაც, საბოლოოდ, ქართველ კინო მოყვარულებს საშუალებას მისცემს მაღალხარისხიანი კინო პროდუქტი მიიღონ.
სერტიფიკატის მისაღებად ,,ბრავო რექორდს’’-მა იურიდიული ფირმა ,,ბი-ეს-ეიჩ’’-ის მხარდაჭერით შემოწმებისა და შესაბამისობის სრული ციკლი გაიარა.
Trusted Partner Network-ის სერტიფიკატის მისაღებად იურიდიულმა ფირმამ ,,ბი- ეს-ეიჩ’’ უზრუნველყო TPN-თან როგორც წინასახელშეკრულებო და მოსამზადებელი პერიოდის წარმოება, ასევე, შემდგომ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმება და კომპანის თანამშრომლებთან შიდა ინფორმაციული უსაფრთხოების სამართლებრივი სტანდარტის იმპლემენტაცია Trusted Parnet Network-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
[R]