in

ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკების უფრო დიდი ვერსია აშენდება

ბრაზილიაში იესოს 140 ფუტის სიმაღლის ქანდაკება შენდება. ძეგლი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე რიო-დე-ჯანეროში არსებული ქანდაკება, რომელიც 90 წლის წინ აშენდა.

აღნიშნული იდეის ავტორი, “ქრისტეს მეგობართა ასოციაციაა”. ქანდაკებას „მფარველი ქრისტე“ ერქმევა. ისინი იმედოვნებენ, რომ ქალაქ ენკანტადოში ქანდაკება ტურისტებს მოიზიდავს.

ქანდაკების მშენებლობა ამ წლის ბოლოს დასრულდება და ის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკება.

ქანდაკების მშენებლობის ღირებულება 354,000 აშშ დოლარია.

Samsung “ყველაზე მძლავრ Galaxy მოწყობილობას” 28 აპრილს წარადგენს!

მზის პანელებზე ფიქრობთ? – Project Sunroof გეტყვით, რამდენად ეფექტური იქნება ის თქვენი სახლისთვის