in ,

ბრაზილიაში კანის კრეატიული ფესტივალის წარმომადგენლობა გაიხსნა

16 დეკემბერს, ლონდონში, კანის კრეატიული ფესტივალის წარმომადგენლების განცხადებით, ბრაზილიაში შეიქმნება შიდა წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები 2017 წლის სტრატეგიული გეგმის შექმნაზე იმუშავებენ. 

პირველად კანის ფესტივალის ისტორიაში, ბრაზილიის გუნდი სპეციალიზებულ მომსახურებას შესთავაზებს ბრაზილიის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ლათინური ქვეყნების მასშტაბით, ხოლო კანის ლომების ცენტრალური ოფისი, რომელიც ლონდონში მდებარეობს, განაგრძობს მონაწილე ქვეყნების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში.

ბრაზილია სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა ფესტივალზე. მეტიც, ბრაზილია თავისი გამარჯვებებითა და სარეკლამო სფეროში გამორჩეული ნამუშევრებით მოწინავე ქვეყნების პირველ ხუთეულშია. სწორედ, ამ დამსახურებების გამო, ქვეყანა ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად დასახელდა. ახალი წარმომადგენლობითი ჯგუფი იქნება ინფორმაციის მიმოცვლის ცენტრი, ასევე ბრაზილიისთვის ამ მნიშვნელოვანი როლის მინიჭება დაეხმარება როგორც თავად მას, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებს უფრო მეტად განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.

კანის ლომების ახალი აღმასრულებელი დირექტორი Jose Papa ოფიციალური ვიზიტით ქვეყანას პირველად, 19 დეკემბერს ესტუმრა. აქ ის ბრაზილიის წამყვანი სააგენტოების წარმომადგენლებსა და ახლად შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელს Letícia Abraham Malta–ს შეხვდა. თავად ბრაზილიელმა Jose Papa–მ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიკავა, მანამდე კი სააგენტო WGSN–ს ხელმძღვანელობდა.

 

ავტორი: ლუკა ეჯიბია

[EXCLUSIVE] ვისი მოგზავნილია აგენტი მახვილა?

თიბისი ბანკის პოსტერი „გამარჯობა“ მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა