7
Nov
2017

არ არსებობს ბოლომდე სწორი ან არასწორი! არსებობს მხოლოდ ხელოვნება! – ბრაზილიის მუზეუმის ორიგინალური ვიდეორგოლი

7 Nov 2017

Elit Electronics
Elit Electronics


São Paulo Pinacoteca ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი მუზეუმია, რომელმაც სულ ახლახან, სააგენტო Saatchi & Saatchi-თან თანამშრომლობით, ძალიან ორიგინალური სარეკლამო კამპანია შექმნა. კამპანიის მიზანი მუზეუმის დამთვალიერებლების რაოდენობის გაზრდა და საზოგადოების კიდევ უფრო დაინტერესება იყო. ერთობლივი აქტივობის ფარგლებში შეიქმნა ძალიან ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლიც. როგორც წესი, ხელოვნება, განსაკუთრებით კი კარგი ნახატი, ან ნამუშევარი საკმაოდ მიმზიდველი, ამასთან დამაინტრიგებელიც არის ხოლმე. ჩვეულებრივ ტილოზე გამოსახულ, არაჩვეულებრივ ფიგურებს ხშირად შესწევთ იმის უნარი მისი მაყურებელი სრულიად სხვა სამყაროში ამოგზაუროს და აქამდე გამოუცდელი შეგრძნებები გადაატანინოს. სწორედ მსგავს არაჩვეულებრივ თავგადასავლებს პირდება მუზეუმი მის დამთვალიერებლებს, უშუალოდ ვიზიტამდე კი საზოგადოებას ვიდეორგოლის საშუალებით საინტერესო სანახაობას სთავაზობს.

 

განხილვა