in

Brazucafé-მ ეტიკეტით ყავის ადგილობრივი მწარმოებლები გაგვაცნო

ეს ბრენდი ბრაზილიური ყავის კულტურის შეგრძნებას რომ ბადებს, აშკარაა, თუმცა ახლა გადაწყვიტეს, ტრადიციები და ინოვაციები ბრენდინგსა და შეფუთვაში ერთად აესახათ. ამიტომაც, ყავის წარმოების პროცესში ჩართული, ხშირად შეუმჩნევლად დარჩენილი გმირები ეტიკეტზე მთავარი როლის შემსრულებლებად გვევლინებიან. 

BOG
BOG

ბრაზილიისთვის ყავა რომ ეროვნული სიმბოლოა, ეს იდეაც დაამოწმეს და უნიკალურად შეზავებული ყავა, ასევე, უნიკალური შეფუთვით წარმოგვიდგინეს. თითოეული ბრაზილიის რურარულ საზოგადოებებში მცხოვრები ადამიანების პორტრეტებს გვაჩვენებს და მათ ამბებს ჰყვება, რითაც ძლიერ კავშირს აყალიბებს და მათ შრომასაც აღიარებს.

უნდა ითქვას, რომ Brazucafé თავიდანვე ორმაგი ვალდებულების ერთგული გახლდათ, ესენია გამჭვირვალობა და პატივისცემა. ბრენდი კი ახლა ყავის მარცვლების მოგზაურობას გვაჩვენებს მარცვლებიდან ჭიქებამდე, ხაზს უსვამს ყავის მოყვანის შრომატევად პროცესს და თავდადებას, რომელსაც მისი ხარიხის შესანარჩუნებლად გასცემენ ყოველ ნაბიჯზე. 

გამჭვირვალობისადმი ერთგულება კი არამარტო აცნობებს მომხმარებლებს ამ ადამიანების მნიშვნელობის შესახებ, არამედ ინოვაციურ მიდგომასაც ასახავს შეფუთვის დიზაინში, რომელიც მოსახერხებელ ნორმებს, სიმარტივისა და ავთენტურობის სასარგებლოდ, გაურბის. 

ყავის განსაკუთრებული რეპუტაციის გარდა, Brazucafé იმის მაგალითს გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გასცდეს ნაფიქრი დიზაინი პროდუქტის ფუნქციურ მიზანს. ხოლო ყავის მიღმა არსებულ ადამიანებზე ყურადღების გამახვილებით, ბრენდისადმი ლოიალობასაც იღებენ და ყავის ინდუსტრიაში სოციალური პასუხისმგებლობების ადვოკატებადაც გვევლინებიან. 

\

Jordan Brand-ის კამპანია გამბედაობასა და საკუთარი თავის რწმენაზე

როგორ მივყვეთ სტრატეგიას ყოველდღიურ სამუშაო პროცესში