ბრეიქ დანსი, როგორც ოლიმპიური თამაში პარიზის 2024 წლის სპორტულ ოლიმპიადაზე ოფიციალურად დადასტურდა. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, დღეს, 7 დეკემბერს გაავრცელა.
გადაწყვეტილების წინაპირობა ახალგაზრდა აუდიტორიის ისტორიული შეჯიბრებით დაინტერესებაა.
ახლად დამატებულ სპორტის სხვა სახეობებში შედის: სკეიტბორდი, სპორტული ცოცვა და სერფინგი, რომელთა დებიუტი 2021 წელს, ტოკიოს გადადებულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე შედგება.
2024 წელს, ბრეიქ დანსის შეჯიბრება პარიზის ცენტრში გაიმართება.










