როგორც ცნობილი გახდა, სერიალ Breaking Bad-ის შემქმნელები მის ფილმად გადაღებას აპირებენ. ფილმი სერიალის გმირის, ჯესი პინკმენის გარშემო განვითარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის სცენარს როგორც ადრე, ახლაც ვინს გილიგანი წერს, თუმცა, საკითხავი ისაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ბრაიან კრანსტონი, რომელიც სერიალში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, უოლტერ უაითის ასახიერებს. წყაროები იუწყებიან, რომ ფილმი პირველად ნეტფლიქსზე გავა, შემდგომ კი, ტრადიციულად, AMC-ზე. ფილმის გამოსვლის თარიღად 2020 წელს ვარაუდობენ.











