in

ახალი ამბების ხუთსაუკუნოვანი ისტორია — ბრიტანეთის ბიბლიოთეკის გამოფენა

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში მოწყობილი გამოფენა მედიის ახალ ამბებს ეხება — ვინ ამზადებს მას, რა ხდის რაიმე სიახლეს განსაკუთრებულს, სად გადის ზღვარი სიმართლესა და მედიის სანდოობის სადაო საკითხებს შორის?

ახალი ამბები საინფორმაციო ინდუსტრიის ხუთ საუკუნეს მოიცავს — მათ შორის ბეჭდურ გაზეთებს, რადიოს, ტელევიზიას, ინტერნეტს და სოციალურ მედიას. სწორედ ამ თითოეულის ირგვლივ ტრიალებს Northover&Brown-ის მიერ შექმნილი 2D და 3D დიზაინი.

„არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა ახალი ამბები ასე ცხარედ კამათობდნენ, ასე მოთხოვნადი და მრავალფეროვანი ყოფილიყო, თავისი ფორმებით. აქ წარმოდგენილი თითოეული ამბავი განსხვავებულ აზრს გადმოგვცემს იმის შესახებ, თუ რატომ არის სიახლეები მნიშვნელოვანი“, — ამბობს შოუს წამყვანი კურატორი ლუკ მაკკერნანი.

როგორც Northover & Brown-ის კრეატიული დირექტორი აღნიშნავს, გამოფენის მთავარი მიზანი ისეთი დიზაინის შექმნა იყო, რომელიც ისტორიულ და თანამედროვე სიახლეებს შორის კავშირების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ასევე, დიზაინერების გუნდი იმედოვნებდა, რომ საზოგადოებაში „საინფორმაციო გარემოსადმი განცდას“ აღძრავდა.

გამოფენას 2D და 3D ბადე სტრუქტურა აქვს. მთლიანობაში ექსპოზიცია მოიცავს როგორც ისტორიულ ბეჭდვით, ისე უფრო თანამედროვე ციფრულ ახალი ამბების პლატფორმებისა და სოციალური მედიის კონტენტს. ამ უკანასკნელს ეკრანს მიღმა ფიზიკური ფორმა არ გააჩნია, ამიტომ გრაფიკულადაა გადატანილი. გარდა ამისა, ინსტალაციაში გამოყენებული ექსპონატების ნაწილი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კოლექციიდანაა; დაწესებულებას 1600-იანი წლებით დათარიღებული გაზეთებისა და სხვა მედიის კოლექციები აქვს.

„ჩვენ მოგვწონს ახალი ამბების გარემოში სიარულის იდეა, მაგრამ გვესმის, რომ საჭიროა წონასწორობა ჩაძირვასა და სივრცისა და სიცხადის შენარჩუნებას შორის“. სწორედ ამისთვის იქნა დაცული როგორც იდეური, ისე ვიზუალური ბალანსი.

PayBox – პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქართველოში

„ეს იყო ერთგვარი თავგადასავალი, რომელშიც ჩავებით და არცერთი წამით არ გვიფიქრია უკან დახევა“! – გაიცანით სასკოლო სტარტაპ მარათონის გამარჯვებული გუნდი