სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ეროვნულ თვესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბერშია, ნიდერლანდებში დაფუძნებულმა ფონდმა „მკერდის კიბოს ანბანი“ შეიმუშავა. ეს არის კამპანია, რომელიც თემატურ შრიფტთან ერთად ვიდეორგოლსაც მოიცავს — თითოეული ილუსტრაცია კონკრეტულ პათოლოგიაზე მიუთითებს, რომელიც საყურადღებოა.
უშუალოდ ამ შრიფტზე ამსტერდამის კრეატიულმა სააგენტო TBWA\Neboko-მ იმუშავა. „კვლევისას აღმოვაჩინეთ, რამდენად ცოტა ადამიანმა იცის მკერდის კინოს სიმპტომების შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ვიზუალური ანბანი შეგვექმნა, რომელიც ერთგვარ გამაფრთხილებელ ნიშნად იქცეოდა“, — აღნიშნავენ სააგენტოში.