ზოგჯერ რთულია სიტყვების პოვნა… თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მკერდის კიბოთ ცხოვრობენ, საქმე კიდევ უფრო რთულდება. როგორ უნდა აუხსნან შვილებს, რატომ არ გრძნობენ თავს კარგად? ან პარტნიორს, რატომ არ უნდათ ურთიერთობა? ხშირად უმჯობესია, გულწრფელ საუბრებს მიმართოთ, რათა თავიდან აირიდოთ გრძნობა, რომ ასე, თითქოს, ვიღაცას შეაწუხებთ ან ვერ გაგიგებენ…
ამიტომაც, კვლევითი და საქველმოქმედო ორგანიზაცია Breast Cancer Now ღია საუბრების შთაგონებას ისახავს მიზნად. ამას კი იმ თემებზე საუბრით აპირებს, რომლებიც აქამდე უთქმელი დაგვრჩა… რეკლამაშიც მთავარი აქცენტი იმ ფიქრებსა და გრძნობებზე კეთდება, რომლებსაც მკერდის კიბოს მქონე ინდივიდები მალავენ ხოლმე. ვიდეოში ნაჩვენები ქალებიც გვეუბნებიან, რომ თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ტიტრები სიმართლეს ამჟღავნებს:
პოსტერებზე დიდ გამოტოვებულ სივრცეებსაც თავისი დანიშნულება აქვს, იმ ფრაზებზე მიგვანიშნებს, რომლებიც, მაგალითად, Mummy will be okay-ში მოიაზრება. იმაზე, რომ ამ ფრაზის მიღმა ბევრი რამ უთქმელი რჩება… ამ თავისუფალი სივრცეების შევსების საშუალება კი ნებისმიერ ადამიანს აქვს, რაც კვლავ მკერდის კიბოს შესახებ ღია საუბრების წამოწყებას ემსახურება.