17
ივნ
2017

პრემიერა: BREATHDUB – Modulations

17 ივნ 2017

ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და მუსიკოსი Sinoptik Music, ახალ  პროექტს სახელად BREATHDUB-ს იწყებს. ზურაბ ჩხარტიშვილი, რომლის პერსონაც წლების განმავლობაში ანონიმური იყო ახალ ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებულ ალბომს სახელად „Modulations“ ლეიბლზე „Timelapse Of A Dream“ წარმოადგენს.

10 ტრეკისგან შემდგარი ალბომი, რომელიც საკმაოდ სახასიათო კომპოზიციებს აერთიანებს დაბ-ტექნო სტრუქტურის მქონე ტრეკით “This Time” იხსნება. “Whisper”-ის ატმოსფერული ჟღერადობა ალბომს უფრო მსუბუქად მოსასმენს ხდის და ფონურ მუსიკასაც უთმობს ადგილს. “The Joy of Silance” რომელიც 9 წუთის განმავლობაში გრძელდება, თან ოშოს სიტყვები ახლავს, მუსიკალურად კი უფრო საცეკვაო მოედნისკენ იხრება. „Fall in, Fall out“ უფრო მელოდიურ ჯაჭვზეა აგებული, მედიტაციური ფუნქციასაც სძენს ალბომს.

აქვეა ალბომის სახელის მქონე ტრეკიც „Modulations”, რასაც მუსიკალურადაც ამართლებს, ანალოგური მოდულაციებით სავსე ალბომი, სადაც დრამის სექციასა და მელოდიზმს თანაბარი ფუნქცია ეკისრება, ერთი ამოსუნთქვით ისმინება. რაც არც თუ ისე ხშირია ქართველი პროდიუსერებისგან.

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ვიდეოს კომპოზიციაზე „Modulations”, ვიდეოს ავტორია ქართველი ვიზუალ არტისტი, თორნიკე ბერიაშვილი, პროექტით Olaform.

 



განხილვა