18 მაისს თბილისში, პეკინის 8 ნომერში, გაიხსნა Breezy-ს პირველი ფილიალი საქართველოში. Breezy საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მეორად სმარტფონებს, 40%-ამდე ფასდაკლებით. Breezy უკვე წარმატებით ოპერირებს უკრაინაში, ყაზახეთში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში, ხოლო ახლა პრემიუმხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიღებას საქართველოშიც შეძლებთ.
ბრენდის მიზანია, ტექნიკის შეძენა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. Breezy-ის სივრცეში, აღმოაჩენთ Apple-ისა და Samsung-ის სმარტფონებს, რომლებიც ვიზუალურად ახალივით გამოიყურება და 100%-ით გამართულად ფუნქციონირებს.
პრემიუმხარისხის გარანტია
Breezy-ს თითოეული მოწყობილობა გადის 50-ზე მეტ ტესტურ დიაგნოსტიკას ევროპულ ლაბორატორიებში, რაც მომხმარებელს აძლევს 100%-იან გარანტიას, რომ სმარტფონი იქნება გამართული, სანდო და ხარისხიანი.
გარდა ამისა, თითოეულ მოწყობილობას აქვს 6-12-თვიანი გარანტია, რაც მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული კიდევ ერთი სერვისია. Breezy-ში მოქმედებს 14-დღიანი დაბრუნების პოლიტიკაც, რაც ბრენდის საიმედოობას კიდევ უფრო ზრდის.
40%-ამდე დანაზოგი ყველა მოდელზე
Breezy-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უპირატესობა, თითქმის განახევრებული ფასებია. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ტექნიკა 40%-ამდე დანაზოგით, რაც პრემიუმსმარტფონების ბაზარზე არც თუ ისე ხშირია.
რაც შეეხება გადახდის პირობებს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ განვადება ან აიღოთ კრედიტი, რაც კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის Breezy-ს პროდუქციის შეძენას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- მისამართი: პეკინის ქ. №8, თბილისი
- ტელეფონი: +995 551 53 00 43
- ვებგვერდი: www.breezy.ge
- Facebook: Breezy Georgia
- Instagram: @breezy.georgia
[R]