in

რატომ ირჩევენ ბრენდები კონტენტის შემქმნელ ინფლუენსერებს თავიანთი მარკეტინგისთვის?

გადააბარებდით თქვენს ბრენდს სრულიად უცხო ადამიანს? ავსტრალიელი მარკეტერების პასუხი ამ კითხვაზე მყისიერია. ისინი ამბობენ „კი”. 

თანამედროვე მარკეტერები დიდი მოცულობის კონტენტზე მუშაობენ, რათა ფრაგმენტულ აუდიტორიას მიაღწიონ და ეს სწორი გზით გააკეთონ. ეს გამოწვევა ბაზარზე მასობრივად დგას. მისი პრობლემა ისაა, რომ კომპანიების შემოქმედებითი მოდელები ყოველთვის არ უხდება ფართო აუდიტორიას. 

ჟიულ ლუნდმა ათწლეულის უმეტესი ნაწილი გაატარა ავსტრალიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 6000-ზე მეტი ბრენდის დამოუკიდებელ შემქმნელებთან დაკავშირებაში და აკვირდებოდა, გავლენიანი მარკეტინგი როგორ გადაიზარდა მარკეტინგის ზოგიერთი ყველაზე დიდი გამოწვევის გადაჭრის უაღრესად ცნობილ მექანიზმად. ის ახლა მართავს influencer მარკეტინგის სააგენტოს, Tribe.

ავსტრალიის რამდენიმე ყველაზე საკულტო ბრენდი აპირებს გარე კონტენტის შემქმნელებთან კოლაბორაციას. მათ შორისაა Coles, რომელიც უკვე იყენებს არსებულ მასმედიას, ელჩების კამპანიებსა და საკუთრებაში მყოფ სოციალურ არხებშიც იწვევს კონტენტ კრეატორებს. Coles-ის მარკეტინგის უფროსი მენეჯერის, სტეფანი ოჰის თქმით, შემქმნელების გამოყენებას უფრო მრავალფეროვნება მოაქვს სუპერმარკეტების გიგანტის კონტენტში. ოჰი ამბობს, რომ ბრენდის გეგმაა, გამოიყენოს შემქმნელები აუდიტორიასთან დასაკავშირებლად სხვადასხვა თემაზე.

კონტენტის შემქმნელების საკუთარ ბიზნესში დამატება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კონტენტისა და მოთხრობის სხვადასხვა სტილისა და ფორმატის დანერგვა. ინფლუენსერების გავლენა ბოლო წლებში მართლაც ძალიან გაიზარდა. მათ უამრავი გამომწერი ჰყავთ და მომხმარებლების ჩართულობის დონეც საკმაოდ მაღალი აქვთ. 

უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თუ როგორ შეიძლება კონტენტ კრეატორები ჩართოთ ბიზნესში. კომპანია Officeworks-ისთვის ეს არის მისი ერთ-ერთი ბოლო კამპანია, Create-a-thon, რომელიც იწვევს კონტენტის შემქმნელებს ღამის გასათევად მის Chadstone მაღაზიაში. მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფი სმიტი ამბობს, რომ კამპანიის მიზანია, წარმოაჩინოს Officeworks-ის პროდუქტების შემოქმედებითი შესაძლებლობები და მხარი დაუჭიროს განვითარებად და ჩამოყალიბებულ ტალანტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. Create-a-thon-ის შინაარსი მარტივია – კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ კომპანიის პროდუქტების გამოყენება თავიანთი შემოქმედებისთვის. იდეა უნდა იყოს ორიგინალური და დამზადებული პროდუქტი კარგად შესრულებული.

კონტენტის შემქმნელთა ჩართულობის რისკები

შემქმნელების ეფექტური გამოყენებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აუდიტორიასთან ავთენტური კავშირის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს მათთვის თავისუფლების მიცემას, რათა გააგრძელონ ის, რაც მათ პოპულარობას ანიჭებდა და რითაც საზოგადოებას თავი შეაყვარეს. ბუნებრივია, მარკეტერების შეშფოთებას იწვევს, რომლებიც რისკზე მიდიან და ანდობენ მათ ბრენდებს. მათ შორის რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტის ბრენდებსაც.

ცოტა ხნის წინ, Glenfiddich-ის დისტილერმა, William Grant & Sons Australia, ადგილობრივ მოდის დიზაინერთან, ჯორდან დალასთან თანამშრომლობა წამოიწყო მისი Grand Cru ვარიაციის პოპულარიზაციისთვის. William Grant & Sons ავსტრალიის მარკეტინგის მენეჯერის, კრისტი ასკიკის თქმით, გარე შემქმნელთან პარტნიორობა განიხილებოდა, როგორც ახალი აუდიტორიის მოზიდვის საშუალება. 

Grand Cru არის გამოთქმა, რომელიც ვისკის სადღესასწაულო მომენტებში დასანერგად გამოიყენება. ბრენდს ახალი აუდიტორიის მოზიდვისა და ძველის წახალისებისთვის სჭირდებოდა ჩართვები ვისკის შესახებ ტრადიციული წარმოდგენების გასაქარწყლებლად და მისი ხელახალი შეფასებისთვის. 

კომპანიამ შეარჩია კონტენტ კრეატორი, რომელიც შეესაბამებოდა მის ისტორიას. ვინაიდან მისთვის ნდობა ძალიან ძვირფასია, ამიტომ პარტნიორობისთვისაც ისეთი კანდიდატი სჭირდებოდა, რომელიც მომხმარებელში ამ ნდობას არ შეამცირებდა. Glenfiddich ამ ექსპერიმენტით კმაყოფილია და ახლა სხვა მარკეტერებს ურჩევს, რომ იპოვონ ახალი ძალა და კომფორტი უცნობ ადამიანში. 

კამპანიამ ასევე დააკმაყოფილა მისი მოლოდინი აუდიტორიის მიღწევისა და ბრენდის პოზიციონირებისთვის. შესაბამისად, ბრენდის მარკეტინგის სამსახური ამბობს, რომ მსგავს ექსპერიმენტებს აუცილებლად გაიმეორებს.

აუდიტორიასთან ტრადიციული კომუნიკაციის გარდა, თანამედროვე მარკეტერები გარე შემქმენელების შემოყვანას უკვე თავდაჯერებით გვირჩევენ. ისინი ინფლუენსერებს ხედავენ როგორც საშუალებას, რომ სრულიად ახალი კატეგორიიდან ელაპარაკო აუდიტორიას და მოიზიდო მეტი მომხმარებელი. ამ ხალხთან თანამშრომლობით ბრენდი, ფაქტობრივად, ყიდულობს მის აუდიტორიას. კონტენტ კრეატორებს ხელში ძალიან მნიშვნელოვანი ძალა უჭირავთ და ეს არის ნდობა, რომელიც მათ თავიანთი კონტენტით მოიპოვეს თავიანთ გამომწერებთან.

უკვე გამოცდილი კომპანიები გვირჩევენ, რომ ბრენდმა სწორად შეარჩიოს თავისი შესაფერისი კონტენტ კრეატორი, გაიცნოს ის კარგად, დაამყაროს მასთან მეგობრული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ მისცეს საშუალება, რომ ინფლუენსერმა გააკეთოს თავისი საქმე, რადგან ავთენტურობა ამ საქმეში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

წყარო: CMO

იფიქრეთ ალგორითმს მიღმა — Fnac-ის ახალი კამპანია

მარკეტინგი გაძვირდა. როგორ იქცევიან ამ დროს ბრენდები?