in

მარკეტინგი გაძვირდა. როგორ იქცევიან ამ დროს ბრენდები?

ინფლაცია სულაც არ არის მხოლოდ პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირება. ის მათ ბაზარზე მოხვედრის ხარჯებს ზრდის, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს და დიდი ალბათობით, ეს მოცემულობა უახლოეს მომავალში არც შეიცვლება.

მარკეტინგის პროფესიონალთა უმრავლესობისთვის, ეს უცნობი ტერიტორია. ამავდროულად, ბრენდები ცდილობენ ადაპტირდნენ მოცემულობასთან, სადაც უფრო ძვირი ჯდება ბიზნესის კეთება. ამ ყველაფრის პარალელურად, ბუნებრივია, უფრო დიდი ხარჯი მოდის მარკეტინგულ კომუნიკაციაზე.

ხარჯების გაზრდასთან ერთად, ბევრი კომპანია ცდილობს მარკეტინგულ კომუნიკაციაზე ხარჯის შემცირებას. ამავდროულად, ბრენდებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მომხმარებელთან კომუნიკაცია სრულად შეწყვიტონ, რადგან ეს ზრდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

გაზრდილი ფასები სტრესს იწვევს. ამ დროს, რეკლამის პროფესიონალებში შეიძლება იპოვოთ გამოსავალი. ბრენდებს კვლავინდებურად შეუძლიათ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ლოიალობის დამსახურება. ესაა გრძელვადიანი ინვესტიცია რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს, როდესაც ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდება.

ახლა ყოველი დოლარი მნიშვნელოვანია, ამიტომ რეკლამის რენტაბელობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გადამწყვეტია. დადგე რელსებზე და ეს გეგონოს გამოსავალი, საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, ხოლო შეზღუდული ბიუჯეტით ბრწყინვალე მარკეტინგული იდეების განხორციელება არც ისე მარტივია. ამის ნაცვლად, დაზუსტებული, მოზომილი მიდგომა ბრენდებს დაეხმარება აუდიტორიის ქცევის ცვლილების გააზრებასა და მედიის მოხმარების მოდელებში.

ამ დროისათვის, მომხმარებლები აქტიურად ეძებენ თანხის დაზოგვის გზებს და ყველა შესაძლო გზას იყენებენ ამისათვის. მათ შესაძლოა უფრო იაფი ვარიანტი აირჩიონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სერვისზე სრულიად იტყვიან უარს. წარმატებულმა მარკეტერებმა იციან, რომ მომხმარებლებთან მიმართებაში დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ამ გზით მსყიდველუნარიან მომხმარებლებს გაუშვებენ ხელიდან.

ბრენდები, რომლებიც ცდიან და სწავლობენ, ამჩნევენ, რა მუშაობს გაყიდვების სტიმულირებაზე ყველაზე უკეთ. ისინი ახალ არხებს შეისწავლიან – სოციალურ ქსელებსა და მათ ტელევიზიასთან დაკავშირებას. ეძებენ ეფექტიან მედია-მიქსს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მარკეტერები უბრალოდ არჩევანს აკეთებენ „ძველსა“ და „ახალს“ შორის.

ისტორიულად, მომხმარებლები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ბრენდის ღირებულებას, რთულ პერიოდში. მათ სურთ ისეთი შეთავაზებები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მათ დანახარჯებს. სხვა შემთხვევაში, ისინი უბრალოდ, სახლში დარჩენას და ამ თანხის დაზოგვას ამჯობინებენ, მაგალითად, რესტორანში წასვლის მაგიერ, უბრალოდ, არ დახარჯავენ ამ ფულს და სახლში იქნებიან.

რთული ეკონომიკური რეალობა ასევე ადამიანებს უბიძგებს დააფასონ გულწრფელობა, ემპათიურობა და გაგება, ბრენდის კომუნიკაციაში. სწორედ ესაა გასაღები მარკეტერებისთვის, ასეთ რთულ პერიოდში გადასარჩენად.

მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ საუბრის ტონი და ეცადოთ, ადამიანების გონებაში დაიდოთ ბინა. ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ამისკენ გიბიძგებთ. ასეთ დროს განსაკუთრებული როლი აქვს შემოქმედებით მიდგომას, აკურატულობას და გამომგონებლობით უნარს. შესაძლოა, ბიუჯეტი მიმართოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისკენ, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი და რენტაბელურია. ასევე, დაგჭირდებათ შესაფერისი პარტნიორები ამ ყველაფრის აღსრულებისთვის.

სინამდვილეში, ეს პერიოდი დიდი შესაძლებლობაა იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ბაზარს. მაგალითად, ელ.კომერციის ზოგიერთი კომპანია დამატებით შემოსავალს იღებს სპეციალური ყოველთვიური კატალოგის შექმნითა და შეთავაზებით, საიდანაც რაღაც ახლის აღმოჩენას შეძლებს მომხმარებელი და ამას ბეჭდური მედიის მაგიერ, ციფრული ალტერნატივით ახერხებს.

გამოიყენეთ ურთიერთმოგებიანი თანამშრომლობა. რთულ დროს, გაერთიანება შესანიშნავი გამოსავალია იმისათვის, რომ სფერო გადარჩეს და განვითარდეს. ბრენდებისთვის საინტერესოა ისეთ პარტნიორობაში ინვესტირება, საიდანაც მონაცემებსა და ინსაითებს მიიღებენ, ასევე, წარმოებას უფრო მოქნილად აქცევენ და სტაბილურ შემოსავალს იქონიებენ აქედან.

ხარისხიანი მონაცემები აუმჯობესებს ძიებისა და ტარგეტირების ეფექტიანობას აუდიტორიაში და წარმოგვიდგენს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მომხმარებლების ჩართულობაზეა პასუხისმგებელი. ბრენდებისთვის საინტერესოა ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც მიქს-მედიის სტრატეგიით მუშაობას სთავაზობენ.

 

წყარო: digiday

რატომ ირჩევენ ბრენდები კონტენტის შემქმნელ ინფლუენსერებს თავიანთი მარკეტინგისთვის?

რა არის MarTech და რატომ არის ის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის?