in

რა სარგებელს მოუტანს ბრენდებს სანდოობის ახალი ეპოქა?

რეკლამირების დასაწყისიდან ექსპერტების ამოცანა ბრენდების გაყიდვა იყო. RJ Reynolds-ის სიგარეტის გასაოცარ რეკლამებში ექიმები Camels-ის ყიდვასაც კი გვირჩევდნენ… თუმცა უკვე ყურადღებას მიმოხილვებზე, რეიტინგებზე, ონლაინ ინფლუენსერებსა და ვებ-საიტებზე ამახვილებენ. ბევრი ადამიანი სასტუმროს TripAdvisor-ზე შემოწმების გარეშე აღარც ჯავშნის.

დიახ, ყველაფერი შეიცვალა… სანდოობის კარუსელი სხვა მხარეს შეტრიალდა — დღეს ექსპერტებსა და აკადემიკოსებს უფრო ენდობიან, ვიდრე მათ თანატოლებს. ამ უკანასკნელთა რეიტინგების სანდოობა და ვალიდურობა ეჭვქვეშ დგება. ამიტომ, ტექნიკური და აკადემიური სფეროს ექსპერტები ყველაზე სანდო სპიკერები ხდებიან.

სამყაროში, სადაც ფაქტები ალყაშია მოქცეული, სანდო წყაროები იმაზე მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე. თუმცა სანდოობის პრობლემები როგორც პლატფორმების, ისე წყაროების შემთხვევაშიც იჩენს თავს. ამიტომ, მათ მიმართ ადამიანთა ნდობა ინგრევა, რაც ვაკუუმსა და შესაძლებლობას ნამდვილი ექსპერტებისთვის ტოვებს, — ვკითხულობთ ედელმანის პრესრელიზში. 

აღმასრულებელი დირექტორის ნდობა კი ნამდვილად სარგებლის მომტანია. მართალია, კონკრეტული მაჩვენებელი წლების განმავლობაში მცირდებოდა, მაგრამ ახლა კვლევა გვეუბნება, რომ აღმასრულებელი დირექტორების მიმართ ნდობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მრავალმა ბიზნეს ლიდერმა დღის საკითხებზე თავისი პოზიციები წარმოთქვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმასრულებელმა დირექტორებმა გადაინაცვლეს იმისაკენ, რისკენაც ბრენდები მიისწრაფვის, ეს კი ნამდვილად მისასალმებელი ცვლილებაა.

ბრენდებმა მოვლენების მსგავსი შემობრუნება საკუთარი თავისთვის გამოიყენეს. დიახ, ახლა დროა, ექსპერტთა ჩვენებები ბრენდის უფლებამოსილების სფეროში მის გასაძლიერებლად გამოიყენოთ. თანაც, ბრენდების სანდოობა შეძენის გადაწყვეტილების მიღებისთვის მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, რაც უფრო ენდობიან ბრენდს, მით უფრო მეტ პროდუქტსა თუ მომსახურებას ყიდის იგი. 

სანდოობა იმას ნიშნავს, რომ ბრენდი ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც გპირდებათ. კვალიფიკაციის მქონე პირების მხარდაჭერა კი არის ის ფაქტორი, რომელიც ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აქ კონკრეტული კვალიფიკაციები ან შემოწმებადი მიღწევები იგულისხმება, როგორც რელევანტური უნარების ინდიკატორი.

ამასთან, ბრენდები ყოველთვის სვამდნენ კითხვას: ვის ენდობით?, ეყრდნობოდნენ თავიანთ მემკვიდრეობასა და ზოგჯერ ექსპერტების მხარდაჭერას. მაგრამ თანამედროვე სოციალური მედიის ეპოქაში ისინი თანატოლთა რეიტინგებსა და კომენტარების ძალასაც ანიჭებენ უპირატესობას. 

გამოდის, ჩვენს დროში ექსპერტებს მეტად ენდობიან. თუმცა თქვენივე თანატოლების ანგარიშები და რეიტინგები ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება… ბრენდებმა კი უნდა მიიღონ ახალი შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი გამოცდილება, როგორც ხარისხის, ლიდერობისა და ნდობის ავტორიტეტული წყარო.

როგორ ინარჩუნებს Mars Wrigley მომხმარებლებთან კავშირს?

რა არის Churn Rate და რა მნიშვნელობა აქვს მას გაყიდვებისთვის?